საზოგადოება
“სპიტაკში დღეს გაიხსნება 100 საწოლიანი სამედიცინო ცენტრი” – ფაშინიანი სომხეთში მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე
,,Metronome.ge” წერს, რომ “სპიტაკში დღეს გაიხსნება 100 საწოლიანი სამედიცინო ცენტრი, ხოლო უახლოეს დღეებში დამატებით გაიხსნება 60 და 50 საწოლიანი სამედიცინო ცენტრები”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერმა ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგირ სიტუაციაზე და მთავრობის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “დავუშვათ, 20 ათასი შემთხვევა ჩემი შეცდომის გამოა. და დანარჩენი 10 მილიონი მსოფლიოში?”
მისივე თქმით, გუშინ, სომხეთში, 536 პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, 117-ის კი ძალიან მძიმე.