საერთაშორისო

თბილისში აშშ – ს ელჩის განცხადებით, რუსეთი შეეცდება ჩაერიოს საქართველოში მოახლოებულ არჩევნებში

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, სავარაუდოდ, რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას შეეცდება. მისი თქმით, არჩევნებში რუსეთი ჩარევის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ საქართველო პროპორციული სისტემისკენ მიიწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „რადიოსადგური თავისუფლება -სომხეთი“.

“ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ როგორი აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ბევრ არჩევნებში ერევა და საქართველო აშკარა სამიზნეა. ამერიკა, ბრიტანეთი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ეხმარებიან, რათა უკეთ შეაფასონ ის ინფორმაცია, რომელსაც იღებენ. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას, განსაკუთრებით, როცა სრულად პროპორციული სისტემისკენ მიიწევს. ასევე, დიდი წარმატება იქნება, თუ საქართველო კარგი არჩევნების ჩატარებას შეძლებს და კიდევ გახდება მისაბაძი მაგალითი არამარტო ამ რეგიონში, არამედ სხვა რეგიონებშიც”, — განაცხადა კელი დეგნანმა[საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კიბერუსაფრთხოების საკითხი და ბოლო პერიოდში საქართველოზე რუსეთის გრუს მიერ განხორციელდა დიდი შეტევა “გამომაფხიზლებელია” როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close