საერთაშორისო

ლუიზა ვინტონი – კორონავირუსის პანდემიასთან საქართველოს რეაგირება იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან საქართველოს რეაგირება იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს, წერს 1TV.GE.

„ჩვენ ვხედავთ პოზიტიური გამოცდილების ძალიან კარგ შედეგებს. ახლა, როცა საქართველო შევიდა ე.წ. მწვანე ქვეყნების რიგში, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ეკონომიკურ უპირატესობასაც მიიღებს, როგორც ფრენების აღდგენის, ისე ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

მისივე თქმით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიაზე წარმატებული რეაგირება ქვეყნის ეკონომიკას აღდგენაში ხელს შეუწყობს.

„ამიტომ, საქართველოს მაგალითი სრულიად სანიმუშოა მთელი მსოფლიოსთვის, ამას ყველა აღიარებს. ასევე, ყველა აღიარება იმას, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იყო წამყვანი სააგენტო ამ რეაგირების წარმატებაში. ასე რომ, პრინციპში, შეიძლებოდა, დაესვენათ და არაფერი გაეკეთებინათ სამომავლო განვითარებისთვის, რადგან მათ სამუშაო უკვე დასრულებულად ჩაეთვალათ, თუმცა, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამ პოზიციას, რომ პანდემიის გამოცდილებას შემდგომი განვითარებისთვის იყენებენ.

მოხარულები ვართ, რომ ამაში შვედეთის მთავრობასთან ერთად ვეხმარებით. ჩვენი ხელშეწყობით, ცენტრი შექმნის ეროვნულ სისტემას, რომელიც გადაამზადებს სამედიცინო პერსონალს საქართველოს მასშტაბით. ეს დაეხმარება ქვეყანას, მოემაზდოს სავარაუდო მეორე ტალღიათვის ან ნებისმიერი სხვა კრიზისული ვითარებისთვის. ასევე დაეხმარება იმაში, რომ ზოგადად განვითარდეს და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია ამაღლდეს“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 4 000 სამედიცინო მუშაკის გადამზადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close