საერთაშორისო

მსოფლიო ბანკი საქართველოს დამატებით 45 მილიონ ევროს გამოუყოფს

როგორც 1in.am წერს, საქართველოს ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შესარბილებლად, ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მსოფლიო ბანკიდან აცნობეს, დამატებითი დაფინანსება საქართველოს მთავრობას COVID-19 პანდემიის ზემოქმედებით გამოწვეული მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში დაეხმარება.

„ამ რთულ პერიოდში ჩვენ, როგორც ძლიერი პარტნიორი, გვერდში ვუდგავართ საქართველოს და მხარს ვუჭერთ მთავრობის მიერ განხორციელებულ სწრაფ და ეფექტურ ანტი-კრიზისულ ზომებს, რომლის მიზანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა, მათი საარსებო საშუალებების დაცვა, COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება და ეკონომიკური რეფორმების მძლავრი ტენდენციის შენარჩუნება,” – აცხადებს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

დამატებითი ფინანსური დახმარება დაკავშირებულია „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ მანამდე გამოყოფილ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებასთან, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის მარტში დამტკიცდა.

ნახეთ მეტი
Back to top button