საერთაშორისო

პრორუსულმა, ულტრარადიკალურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” პარტია დააფუძნა

როგორც საქართველოს მედია ავრცელებს ინფორმაციას,

ულტრარადიკალურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” პარტია დააფუძნა. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში გაიმართა.
“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ილიას სახლმუზეუმში ყრილობის ჩატარებას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან როგორც თავად ამბობს ჭავჭავაძის იდეებთან სრულ თანხვედრაშია.

“ჩვენ, ფუძემდებლურად ვართ ილია ჭავჭავაძის პრინციპების გამგრძელებლები, თორემ “ნაციონალური მოძრაობა”, ბოკერიას პარტია, ეს ურჯულოების კლასტერია ნამდვილად. მე საერთოდ ასეთ წესსაც დავაწესებდი, რომ ავუკრძალავდი მათ, არამარტო ილია ჭავჭავაზის სახლ-მუზეუმში შემოსვლას, არამედ ყველა ისეთ ძირითად, ჩვენს ფუძემდებლურ, სახემწიფოებრივ ადგილას ყოფნას, რომელსაც ისინი წაბილწავენ. რაც შეეხება თემატურ თანამშრმლობას, თუკი არჩევნები წარიმართა ისეთ რეჟიმში, რომელიც იქნება მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ამ შემთხვევაში თემატურ თანამშრომლობას ჩვენ აბსოლუტურად, არავისთან არ გამოვრიცხავთ”, – ამბობს სანდრო ბრეგაძე.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close