მთავარისაზოგადოება

არმენოლოგია უნდა ცოცხლობდეს საქართველოში: ნათია ჩანტლაძე

პანდემიის  გამო,   წელს ქართველმა არმენოლოგებმა თავიათი  პროფესიული დღესასწაული  აღნიშნეს ონლაინ.  უკვე 40 წელია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის ფაკულტეტი ამ დღეს აღნიშნავს, ხოლო საერთოდ არმენოლოგიის ჩამოყალიბება საქართველოში დაკავშირებულია  მთავარი  უნივერსიტეტის დაარსების დღესთან,     თუმცა იმ  კათედრისადმი  ინტერესი,  რომელმაც ასობით არმენოლოგი მოამზადა, დღეისათვის მკვეთრად შემცირებულია.

1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღიდან უნივერსიტეტში ასწავლიდნენ არმენოლოგიურ საგნებს, ისეთებს როგორებიც არიან:    “გრაბარი”, “აშხარაბარი”, “სომხური ლიტერატურული აზროვნების ისტორია”, “სომხური დიალექტოლოგია” და სხვა, ხოლო 1922 წლიდან ჩამოყალიბდა  არმენოლოგიის  კათედრა.

კათედრამ მოამზადა ასობით არმენოლოგი,  როგორც წესი, ისინი ეროვნებით ქართველები იყვნენ.  დღეს არმენოლოგია  ერთ-ერთი არამოთხოვნადი  პროფესიაა,  სტუდენტები კი  ძირითადად ქვეყნის სომეხი ეროვნების  წარმომადგენლები არიან. ამ დროისთვის,  კათედრაზე ოთხი სტუდენტია.  ერთ-ერთი მათგანია ბერაჰ თეკინერი, სომხური ფესვების მქონე  თურქეთის მოქალაქე.

”მე ვანიდან ვარ. სომეხი ვარ  დედის მხრიდან.  სომხურ კათედრაზე სწავლის დაწყებამდე არ ვიცოდი არც ერთი სომხური სიტყვა. დედაჩემს ნამდვილად სურდა,  რომ მე სომხური მცოდნოდა,  ოცნებობდა განათლება  საქართველოში ან  სომხეთში მიმეღო“.

ბერაჰი დარწმუნებულია,  რომ როდესაც ის თურქეთში დაბრუნდება, ვანში სადაც ის ცხოვრობს, სამუშაოს იპოვის. იხსენებს, წლების წინათ ახთამარში ვერავინ ვერ იპოვეს, რომ სომეხი ტურისტებისთვის გიდობა გაეწია.

კათედრის კურსდამთავრებულის, სომეხ  არმენუჰი პოდოსიანს განზრახული აქვს სწავლა ასპირანტურაში განაგრძოს.  

”ჩემთვის, პირველ რიგში, არმენოლოგია არის არსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის განმტკიცებისათვის.  სამწუხაროა, რომ დღეს არმენოლოგიის  ფაკულტეტი არც თუ ისე მოთხოვნადია”.

კათედრის ხელმძღვანელი ნათია ჩანტლაძე ყოველ წლიურად მოუწოდებს  ქვეყნის მოქალაქეებს   აირჩიონ ეს პროფესია და იმედს გამოთქვამს, რომ არმენოლოგია კვლავ აღორძინდება სომხეთში, კვლავ გააგრძელებს სიცოცხლეს.

„არმენოლოგია ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა საქართველოში. ჩვენი მიზანია კიდევ და კიდევ უფრო გაიზარდოს იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც არმენოლოგია პროფესიად გაიხადეს,  საქართველოში არმენოლოგია უნდა ცოცხლობდეს .”

საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრა გააგრძელებს მუშაობას თუნდაც ერთი სტუდენტისთვის. ჩანტლაძის თქმით, განყოფილების დახურვის საკითხის წამოყენება  დაუშვებელია,  რადგანაც ” ჩვენი ურთიერთობები უახლოეს მეზობელთან მნიშვნელოვანია!”

არმენოლოგიის კათედრას აქვს მდიდარი ისტორია, გააჩნია არმენოლოგთა უზარმაზარი სკოლა.  არმენოლოგი ლელა ჯეჯელავა, რომელიც უნივერსიტეტში ასწავლის “თანამედროვე  ქართულ-სომხურ ურთიერთობებს”,  ამბობს:

”არმენოლოგია ჩემთვის არა  ხოლოდ პროფესიაა, არამედ მთელი ცხოვრებაა. ყოველდღე ვარ დაკავებული სომხურ ენით, ყოველდღე ვკითხულობ სომხურ ენაზე, დაინტერესებული ვარ  სომხეთის პოლიტიკით“. როგორც ქალბატონი ლელა ამბობს,  სომხურ-ქართულ  ურთიერთობებს განუსაზღვრელი  ღირებულება აქვს.   ”ამ  ურთიერთობებს დიდი პოტენციალი გააჩნია, რომ  ჩვეულებრივი  კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან უფრო მაღალ დონეზე გადავიდნენ”.

ნახეთ მეტი
Back to top button