კულტურამთავარი

“დედა” -ს, “არარატ”-ის, “ცის ნაწილი”-ს შემქმნელები და არა მხოლოდ. 5 სომეხი გენიალური რეჟისორი

ყოველწლიურად 1 ივლისს აღინიშნება რეჟისორის დღე. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ,,სპუტნიკი სომხეთი“  წარმოგიდგენთ ხუთ ნიჭიერ სომეხს, რომლებმაც მსოფლიოს წარუდგინეს გენიალური ნაწარმოებები.
კინოს ჯადოსნური სამყაროს შესაქმნელად მთელი რიგი პროფესიონალები მუშაობენ, მაკიაჟის შემსრულებლებისა და განათების დიზაინერებიდან დაწყებული, ოპერატორებით და მსახიობებით დამთავრებული. თუმცა, “უზენაესი ჯადოქრები”, სულერთია, რეჟისორები არიან.
რეჟისორის დღესთან დაკავშირებით, ,,სპუტნიკი სომხეთ“-მა   წარმოადგინა 5 სომეხი რეჟისორი, რომელთა ფილმებიც შეუყვარდათ და პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ანრი ვერნოი
საფრანგეთის სომეხ რეჟისორს და სცენარისტს ანრი ვერნოის (აშოტ მალაქიანი) ძირითადად გადაღებული აქვს კრიმინალური და სათავგადასავლო ფილმები. მისი კარიერის განმავლობაში მან 60-ზე მეტი ფილმი გადაიღო ალენ დელონის, კლაუდია კარდინალეს, ჟან გაბენის, ივ მონტანის, ჟან-პოლ ბელმონდოს, ომარ შარიფის, ფერდინანდის და სხვა ცნობილი კლასიკოსების მონაწილეობით.

ანრი ვერნოი
მალაქიანმა, როგორც თავისი საქმის ნამდვილმა ოსტატმა, არაერთი ჯილდო მიიღო, ხოლო ფილმისთვის “ცხვარი ხუთი ფეხით” მიიღო ,,ოსკარი“.
თუმცა, სომეხი აუდიტორიისთვის ანრი ვერნოი ყველაზე მეტად ცნობილია ფილმებით “დედა” და “აღლუმის ქუჩა, სახლი 588”. ამ ისტორიულ-ბიოგრაფიულ ფილმებში ის მოგვითხრობს 1915 წლის სომეხთა გენოციდისა და ხოცვა-ჟლეტისგან გადარჩენილთა ბედზე  (რეჟისორი დაიბადა 1920 წელს თურქეთში, ხოლო ოთხი წლის შემდეგ მისი ოჯახი გაიქცა მარსელში).

ეს იყო მისი ბოლო ფილმები. სხვათა შორის, ვერნოიმ ისინი გადაიღო მისი მეგობრის, ცნობილი მწერლის, ანრი ტრიუას (ლევონ თოროსიანის) შეთავაზებით. ორივე ფილმის მთავარი როლის შემრულებელმა მსახიობმა კლაუდია კარდინალემ აღიარა, რომ “დედა” მისი დედის ყველაზე საყვარელი ფილმი იყო.

სერგეი ფარაჯანოვი
მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი სერგეი ფარაჯანოვი დაიბადა 1924 წელს თბილისში. ის მრავალი კინოპრემიის, აგრეთვე სომხეთის და უკრაინის სსრ სახალხო არტისტის წოდების მფლობელი იყო.

სერგეი ფარაჯანოვი
ფარაჯანოვს დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმებმა “დავიწყებული წინაპრების ჩრდილები” (1965) და “ბროწეულის ფერი” (1968), რომელთა წყალობით რეჟისორი ითვლება “საბჭოთა ახალი ტალღისა” და “პოეტური კინომატოგრაფიის” ერთ-ერთ შემქმნელად.

პირველ ფილმში ფარაჯანოვი ეხება ისეთ ფილოსოფიურ საკითხებს, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში აღელვებდა: ბედისწერა, სიცოცხლე და სიკვდილი, სიყვარული, ფიზიკური და სულიერი. მან თავის ხელოვნებაში არაერთხელ მიმართა ამ თემებს.
რაც შეეხება ფილმს “ბროწეულის ფერი”, ამ ფილმში იგი მოგვითხრობს მე -18 საუკუნის პოეტისა და აშუღის საიათ-ნოვას შესახებ. ფილმი, რომელიც 1968 წელს კინოსტუდია ,,ჰაიფილმ“- ის მიერაა გადაღებული, წარმოგიდგენთ პოეტის სულიერ სამყაროს, მის დამოკიდებულებას რელიგიის, საერო ძალაუფლებისა და ხალხის მიმართ, ასევე მისი სიყვარულის ისტორიას.
ფარაჯანოვი გაასამართლეს საბჭოთა ხელისუფლების კრიტიკის გამო. მან  ოთხი წელი ციხეში გაატარა (დე იურე ის გაასამართლეს ჰომოსექსუალური ურთიერთობისთვის). რეჟისორი გაათავისუფლეს საბჭოთა შემოქმედებითი ინტელიგენციის ძალისხმევისა და საერთაშორისო კამპანიის გამო. მისი პატიმრობის შემდეგ, მან განაგრძო ფილმების გადაღება.
სერგეი ფარაჯანოვის ქანდაკებები დადგმულია თბილისში და კიევში, ერევანში კი მოქმედებს მისი მუზეუმი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია.
ჰენრიკ მალიანი
სსრკ სახალხო არტისტი ჰენრიკ მალიანი დაიბადა თბილისში, ფარაჯანოვიდან ერთი წლის შემდეგ.

ჰენრიკ მალიანი
ბევრმა ზეპირად იცის მისი გასული საუკუნის 60-80-იან წლებში კინოსტუდია “ჰაიფილმ”-ში გადაღებული მისი ფილმები. მალიანის ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა “ორკესტრის ბიჭები”, “სამკუთხედი”, ” ვართ ჩვენ, ჩვენი მთები”, “მამა”, “ნაჰაპეტი”.

ფილმმა “ცის ნაწილი” (სომხ. ,,კტორ მი ერკინქ“, „Пощёчина“) დიდი წარმატება მიიღო, რომელშიც მონაწილეობდნენ სოფიკო ჭიაურელი, ფრუნზიკ მკრტჩიანი, აშოტ ადამიანი და გალინა ბელიაევა.
ფილმის სიუჟეტი სკანდალურია დღევანდელი სტანდარტებითაც კი, ხოლო 80-იან წლებში მან დიდი აურზაური გამოიწვია. ცნობილი ფილმიდან “ლამაზმანი” ათი წლით ადრე, სომეხმა რეჟისორმა მოყვა ბიჭის შესახებ, რომელსაც არა მხოლოდ შეუყვარდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, არამედ იქორწინა მასზე.
ფილმის ჩვენება გაიმართა სან-რემოს კინოფესტივალზე, ხოლო მალიანს სრულიად რუსეთის კინოფესტივალზე 1981 წელს გადაეცა ჯილდო საუკეთესო რეჟისურისათვის.
ალბერტ მკრტჩიანი
სომხური კინოს ოქროს ფონდში ასევე აღმოჩნდა ლეგენდარული მსახიობის, მჰერ მკრტჩიანის ძმის, ალბერტ მკრტჩიანის ფილმები. მის ფილმებში მრავალი გამოთქმა ფრთოვანი გახდა, ფილმები დღემდე უყვართ არა მხოლოდ მოხუცებს, არამედ ახალგაზრდებსაც.

ალბერტ მკრტჩიანი
სომხეთის სახალხო არტისტი ალბერტ მკრტჩიანი დაიბადა 1937 წელს ლენინაკანში (ამჟამინდელი გიუმრი). 1971 წელს მან დაამთავრა მოსკოვის გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის სრულიად რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის სარეჟისორო ფაკულტეტი და ამავე წლის განმავლობაში დაიწყო მუშაობა “ჰაიფილმის” დამდგმელ რეჟისორად.
იგი ცნობილი გახდა ლირიკული კომედიით “დიდი მოგება”, დრამის “ძველი დღეების სიმღერა”, ასევე “მხიარული ავტობუსი”, “სევდიანი ქუჩის გარიჟრაჟი” და სხვა ფილმების წყალობით.
იგი ასევე კარგად არის ცნობილი 1985 წელს გადაღებული ფილმით “ჩვენი ბავშვობის ტანგო”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფრუნზიკ მკრტჩიანმა და გალია ნოვენცმა. ფილმი იმავე წელს წლის საუკეთესო  მხატვრულ ფილმად იქნა აღიარებული საკავშირო ფესტივალზე, გალია ნოვენცი კი საუკეთესო მსახიობად იქნა აღიარებული.

მოგვიანებით, მსახიობმა აღიარა, რომ იგი ყველა მის პერსონაჟს ეპყრობა, როგორც საკუთარ შვილებს, მაგრამ “ჩვენი ბავშვობის ტანგო” -დან სირანუში მისთვის ყველაზე გულითადი პერსონაჟია.
ატომ ეგოიანი
კანადელი სომეხი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ატომ ეგოიანი დაიბადა 1960 წელს კაიროში. ოჯახი საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, როდესაც ის ორი წლის იყო.

ატომ ეგოიანი
ეგოიანს აღიარება მოუტანა ფილმმა “ეგზოტიკამ” (1994). ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია “ფელისიას მოგზაურობა”, “ქლოე”, “დაიმახსოვრე”. ფილმმა ,,ნათელი მომავალი“ (Bright Future)- მ  1997 წლის კანის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო.
2002 წელს მან გადაიღო ფილმი “არარატი” სომეხთა გენოციდისა და ეთნიკური საკითხების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შარლ აზნაურმა, კრისტოფერ პლამერმა, დევიდ ალფეიმ, ერიკ ბოღოსიანმა და რეჟისორის მეუღლემ არსინე ხანჯიანმა.
“არარატმა” კანადის უმაღლესი ეროვნული ჯილდო მიიღო, აღიარებულ იქნა, როგორც “საუკეთესო კანადური ფილმი” და “წლის საუკეთესო ფილმი”. 2003 წელს ეგიოანს მიენიჭა კანადელ მწერალთა გილდიის პრემია. “არარატმა” ასევე მიიღო პოლიტიკური კინოს კავშირის ჯილდო, როგორც საუკეთესო ფილმი ადამიანის უფლებების სფეროში.


ატომ ეგოიანს ასევე აქვს “ოქროს პალმა”, “ოქროს ლომი” და “ოქროს გარგარი”. მოკლედ, არაერთი პრესტიჟული ჯილდო და პრიზი. და კინოს სამყაროს პირველ რიგში ახსოვს მისი განუმეორებელი და უნიკალური სტილი….
მიუხედავად იმისა, რომ მასალაში ხუთი რეჟისორი წარმოგიდგინეთ, ნიჭიერი სომეხი რეჟისორების სია, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ბევრმა შეიტანა თავისი წვლილი როგორც სომხეთის, ასევე სხვა ქვეყნების კინოინდუსტრიის განვითარებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button