მთავარისაზოგადოება
დადასტურებულია კორონავირუსული დაავადების 330 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 162 ადამიანი

,,Armradio.am” წერს, რომ 6 ივლისის მდგომარეობით, დადასტურდა კორონავირუსული დაავადების საერთო ჯამში 28936 შემთხვევა, რომელთაგან 16302 განიკურნა, ხოლო 491 კი ფატალური შემთხვევაა, იუწყება სრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. ამჟამად, მკურნალობას გადის 11984 პაციენტი. სულ ჩატარდა 123815 ტესტი.
ამრიგად, კოროვირუსული დაავადების 330 ახალი შემთხვევა გვაქვს და გამოჯანმრთელდა 162.
7 გარდაცვლილის წლოვანებები შეადგენდა: 72 (ქალი), 64 (კაცი), 71 (კაცი), 72 (კაცი), 87 (კაცი), 78 (კაცი) და 79 (კაცი) ასაკის. ყველას ჰქონდა თანმდევი ქრონიკული დაავადებები.
ერთი დღით ადრე დაფიქსირდა ერთი გარდაცვალება, როდესაც პაციენტს დაუდგინეს კორონავირუსის ინფექცია, მაგრამ გარდაიცვალა სხვა ავადმყოფობით. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 159.