მთავარისაზოგადოება

კანიე უესტმა გამოაცხადა 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის განზრახვის შესახებ

ცნობილმა რეპერმა, კიმ კარდაშიანის მეუღლემ კანიე უესტმა,  2020 წლის 4 ივლისს -აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს,  გამოაცხადა  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის განზრახვის თაობაზე. ამის შესახებ რეპერმა ჩანაწერი გააკეთა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 „ჩვენ უნდა განვახორციელოთ ამერიკის დაპირება უფლის რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთიანებითა და მომავლის შენებით. მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად“, -წერს რეპერი.

კიმ კარდაშიანმა “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტს  უპასუხა აშშ-ს დროშის სურათით.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე გაკეთებული ამ განცხადების შესახებ ჯერჯერობით დაწვრილებითი მხარეები უცნობია. არ ვიცით  გამოჩნდება თუ არა ცნობილი შემსრულებლის სახელი საარჩევნო ბიულეტენებში.  როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, უესტს  ჯერ კიდევ აქვს არჩევნებში მონაწილეობის შანსი.

ნახეთ მეტი
Back to top button