პოლიტიკა

როგორ მოვიდა გერმანელი მერი შუაღამისას, რომ მიელოცა ჟანა ბარსეღიანისთვის?

,,პანორამა.ამ“ წერს, რომ სტრასბურგის მერის არჩევნებს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ გერმანიის სასაზღვრო ქალაქ კეჰელში, სადაც ყველა ადგილობრივი მედია აშუქებდა არჩევნებს.

კეჰელის მკვიდრებმა გაკვირვება და სიხარული გამოხატეს სტრასბურგის პირველი გარემოს დამცველის  და მერის ჟანა ბარსეღიანის არჩევის შემდეგ.

France3- ის თანახმად, კეჰელის მერი, ტონი ვეტრანო, რომელიც კანცლერ მერკელის პარტიიდანაა, არჩევნების დღეს, 28 ივნისს, სტრასბურგში ჩავიდა, რომ პირადად მიელოცა ახლადარჩეული მერისთვის. ის  წვიმაში დაელოდა ტელეკომპანია France 3 Alsace -ის წინ, სანამ მერი დაასრულებდა ინტერვიუს და გამოვიდოდა.


ხელის ჩამორთმევაც კი ვერ შეძლო ვეტრანომ, მაგრამ შეძლო რამოდენიმე მისალოცი სიტყვა წარმოეთქვა.

”მე ეს არ გამიკეთებია გაზეთებში დასაწერად, მე ყოველდღე იქ ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისვლა და მისალმება ძალიან სწრაფად, იმის თქმა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საერთო საზღვართაშორისო მუშაობას”,- აღნიშნა კეჰელის მერმა.

აღნიშნულია, რომ მწვანეთა პარტიის გამარჯვებამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია გერმანიის მწვანეთა შორის.

ნახეთ მეტი
Back to top button