მთავარიპოლიტიკა

სომხეთის გამოკითხულთა 85% დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას

სომხეთის რესპუბლიკაში გამოკითხულთა 85%  იწონებს  პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქმიანობას. ამის შესახებ  განაცხადა  სომხეთში GALLUP International Association– ის სრულუფლებიანი წევრის,   შპს „ემფიჯი“-ს დირექტორმა  არამ ნავასარდიანმა

„ჩვენ მოქალაქეებს ვთხოვეთ პასუხი გაეცათ კითხვას,  თუ როგორ აფასებენ ქვემოთჩამოთვლილების საქმიანობას.   გამოკითხულთა 22,7%  იწონებს  ოპოზიციის საქმიანობას, ეროვნული საბჭოს ასამბლეის საქმიანობას იწონებს  54,7%, მთავრობის საქმიანობას – 67, 9%,  პრეზიდენტის საქმიანობას-79,3% და პრემიერ მინისტრის საქმიანობას – 85%“, – თქვა ნავასარდიანმა.

გამოკითხულთა 88,1% დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მუშაობის  სტილს.

”გამოკითხულთა 49,4%  მთლიანად დადებითად  აფასებს ნიკოლ ფაშინიანის საქმიანობას,  ძირითადად დადებითად 38,7%,” – თქვა ნავასარდიანმა.

ნავასარდიანის თქმით, გამოკითხულთა 18,4% -მა თქვა, რომ მათი მოლოდინი სრულად იქნა გამართლებული  ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, ხოლო 66, 7% -მა თქვა, რომ მოლოდინი გაუმართლდათ ნაწილობრივ.

”ჩვენ მოქალაქეებს ვთხოვეთ პასუხი  გაეცათ, თუ როგორ აფასებენ  ნიკოლ ფაშინიანს, როგორც პოლიტიკოსს? გამოკითხულთა 53,9% -მა განაცხადა, რომ მთლიანად დადებითად, 34.6% -მა თქვა, რომ ძირითადად დადებითად“.

„შემდეგი კითხვა, რომელზეც მოქალაქეებმა უპასუხეს იყო„ ამჟამად რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსათვის?, გამოკითხულთა 52,5% –მა აღნიშნა კორონავირუსის ეპიდემია, 28,6% უმუშევრობის დონე და 17,2% ეკონომიკური მდგომარეობა. უმუშევრობა ყოველთვის იყო პირველ ადგილზე ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ აშკარა მიზეზების გამო, ამჯერად ასეთი სურათი მივიღეთ“,- აღნიშნა შპს „ემფიჯი“-ს დირექტორმა.   

გამოკითხვები ჩატარდა ტელეფონით. გამოკითხული იქნა  1 002 კაცი. გამოკითხვა ჩატარდა 10-27 ივნისს.

ნახეთ მეტი
Back to top button