
სომხეთის რესპუბლიკაში გამოკითხულთა 85% იწონებს პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქმიანობას. ამის შესახებ განაცხადა სომხეთში GALLUP International Association– ის სრულუფლებიანი წევრის, შპს „ემფიჯი“-ს დირექტორმა არამ ნავასარდიანმა
„ჩვენ მოქალაქეებს ვთხოვეთ პასუხი გაეცათ კითხვას, თუ როგორ აფასებენ ქვემოთჩამოთვლილების საქმიანობას. გამოკითხულთა 22,7% იწონებს ოპოზიციის საქმიანობას, ეროვნული საბჭოს ასამბლეის საქმიანობას იწონებს 54,7%, მთავრობის საქმიანობას – 67, 9%, პრეზიდენტის საქმიანობას-79,3% და პრემიერ მინისტრის საქმიანობას – 85%“, – თქვა ნავასარდიანმა.
გამოკითხულთა 88,1% დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მუშაობის სტილს.
”გამოკითხულთა 49,4% მთლიანად დადებითად აფასებს ნიკოლ ფაშინიანის საქმიანობას, ძირითადად დადებითად 38,7%,” – თქვა ნავასარდიანმა.
ნავასარდიანის თქმით, გამოკითხულთა 18,4% -მა თქვა, რომ მათი მოლოდინი სრულად იქნა გამართლებული ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, ხოლო 66, 7% -მა თქვა, რომ მოლოდინი გაუმართლდათ ნაწილობრივ.
”ჩვენ მოქალაქეებს ვთხოვეთ პასუხი გაეცათ, თუ როგორ აფასებენ ნიკოლ ფაშინიანს, როგორც პოლიტიკოსს? გამოკითხულთა 53,9% -მა განაცხადა, რომ მთლიანად დადებითად, 34.6% -მა თქვა, რომ ძირითადად დადებითად“.
„შემდეგი კითხვა, რომელზეც მოქალაქეებმა უპასუხეს იყო„ ამჟამად რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსათვის?, გამოკითხულთა 52,5% –მა აღნიშნა კორონავირუსის ეპიდემია, 28,6% უმუშევრობის დონე და 17,2% ეკონომიკური მდგომარეობა. უმუშევრობა ყოველთვის იყო პირველ ადგილზე ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ აშკარა მიზეზების გამო, ამჯერად ასეთი სურათი მივიღეთ“,- აღნიშნა შპს „ემფიჯი“-ს დირექტორმა.
გამოკითხვები ჩატარდა ტელეფონით. გამოკითხული იქნა 1 002 კაცი. გამოკითხვა ჩატარდა 10-27 ივნისს.