სომხეთში ჩამოსულები გადიან აუცილებელ თერმოსკრინინგსა და საეჭვო გარეგანი კლინიკური ნიშნების კვლევას

როგორც „news.am“-ი წერს ბელორუსიიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩარტერული რეისებით ჩამოსული მგზავრები სომხეთის აეროპორტ „ზვართნოცში“ გადიან თერმოსკრინინგსა და საეჭვო გარეგანი კლინიკური ნიშნების კვლევას. ამის შესახებ აღნიშნავს სომხეთის ჯანმრთელობისა და შრომის საინსპექციო ორგანო.
ჯანმრთელობისა და შრომის ინსპექციის ორგანოს “ზვარტნოცის” სამედიცინო-სანიტარიული კონტროლის პუნქტი განაგრძობს მუშაობას გაუმჯობესებული გრაფიკით․
ყველა მონაცემი დაუყოვნებლივ შედის “არმედ” ელექტრონულ სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ინფორმაციის სრული სურათის მიღებას და მის მიწოდებას პოლიკლინიკეისათვის მოცემულ პირთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საინსპექციო ორგანოს თანამშრომლები ასევე ქვეყანაში შესულებს აცნობენ თვითიზოლაციის 14-დღიანი სავალდებულო მოთხოვნის შესახებ.
ყველა პიროვნება ვალდებული გაეცნოს თვითიზოლაციის ფურცელს და ხელი მოაწეროს. ისინი ქვეყანაში ვერ შემოვლენ ხელმოწერის გარეშე. თვითიზოლაციის ფურცელი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს ამ მოთხოვნის დარღვევისთვის.