ეკონომიკა

სპეცრეისები აღდგენილია – ავიაკომპანიებს სპეცრეისებზე მგზავრობის ფასის გაზრდა ეკრძალებათ

,,მთავარი არხი” წერს, რომ ქვეყანაში სპეცრეისები აღდგენილია – ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” დღეს გამთენიისას თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი უკვე შეასრულა. სპეცრეისებით სამშობლოში ემიგრანტებს დააბრუნებენ.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით, ავიაკომპანიებს მგზავრობის ღირებულების გაზრდა ეკრძალებათ. ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ეტაპზე საზღვრის გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც შესაძლებლობა არსებობს, რომ სწრაფად აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა.

ნახეთ მეტი
Back to top button