სპორტი

ქვაჯვარს მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი

,,jnews.ge” წერს, რომ 5 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში, 25 წლის წინ ნაპოვნი ქვაჯვარის საპატივსაცემოდ, საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა.

სოფლის მოსახლეობის თქმით, ერთხელ, ამ სოფლის ტრაქტორის მძღოლმა ზედ, შემთხვევით, საწვავი გადაისხა და გაიქცა, რომ არ დამწვარიყო. გაქცევისას ქვას წამოკრა ფეხი და წაიქცა. მან გულში გაიფიქრა, რომ თუ ცოცხალი დარჩებოდა, აუცილებლად, სამხვთოს დაკლავდა. ის მართლაც გადარჩა, და როდესაც იმ ადგილას მივიდა, მძღოლმა “ხაჩქარი” აღმოაჩინა.

xachkar murjaxett

აღნიშნული ქვაჯვარი მოგვიანებით მიწიდან ამოითხარეს და სოფელში ძეგლად აღმართეს. ამის შემდეგ, ივლისის პირველი კვირა სოფელ მურჯახეთში აღინიშნება, როგორც “ხაჩქარის” დღეობა. ამ დღეს მოსახლეობა ცეკვებითა და სიმღერით ზეიმობს.

ვინაიდან წელს, კორონა ვირუსის პანდემიის გამო ყველა მასობრივი ღონისძიება აიკრძალა, ზეიმი ამ ჯერად ფეხბურთის ტურნირის მოწყობით აღნიშნეს.

ტურნირში მონაწილეობა 30 სხვადასხვა სოფლის გუნდებმა მიიღეს. ის 3 დღე გრძელდებოდა. ტურნირი სოფელ მურჯახეთის გუნდმა გაიმარჯვა, მეორე ადგილი კუმურდოს სოფლის ფეხბურთელებმა დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილზე სოფელ დადეშის გუნდი გავიდა.

ყველა გამარჯვებული სიგელებითა და საპრიზო თასებით დაჯილდოვდა.

xachkar murjaxet
ნახეთ მეტი
Back to top button
Close