
,,არმენპრესი“ წერს, რომ გასული კვირის ბოლოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ეწვია სომხეთის სახელმწიფო საზღვარს, მოინახულა რუსეთის სასაზღვრო ჯარების რაზმი, რომელიც, 1992 წ. 30 სექტემბრის მთავრობათაშორისი შეთანხმების თანახმად, აკონტროლებს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს თურქეთთან და ირანთან. ამის შესახებ “არმენპრეს”- ს აცნობეს სრ პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან.
სომხეთში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა რომან გოლუბიცკიმ უპატაკა, საზღვარზე არსებული ვითარების, მესაზღვრეების ოპერატიულ-სამსახურებრივი საქმიანობის, სასაზღვრო სოფლების მოსახლეობასა და სომეხ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.
”რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტი წარმატებით წყვეტს მის წინაშე არსებულ პრობლემებს”,-აღნიშნა პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა, მადლობა გადაუხადა კეთილსინდისიერი სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მესაზღვრეებს.
პრეზიდენტმა სარგსიანმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო საზღვარზე მოფრიალე სომხეთის და რუსეთის სახელმწიფო დროშები, ურთიერთნდობაზე დამყარებული ჩვენი მეგობრული და მოკავშირეული ურთიერთობების სიმბოლოა.
პრეზიდენტი სარგსიანი და მისი მეუღლე ნუნე სარგსიანი ასევე ეწვივნენ სოფელ ნორ შენს (ხარკოვი), საიდანაც მოჩანს ძველი სომხეთის დედაქალაქ ანის ნანგრევები. ისინი გაესაუბრნენ სოფლის ერთადერთ მკვიდრს, ვაჰანდუხტ ბებიას.