ანალიტიკამთავარი

გამოკითხვა. აშშ მოსახლეობის 0,14%-ს სომხური წარმომავლობა აქვს

,,PanARMENIAN.Net“ წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 0.14% -ს, 462 ათასზე მეტ ადამიანს აქვს სომხური ფესვები. ამის შესახებ ნათქვამია ყოველწლიურ გამოკითხვაში, რომელიც ჩატარდა American Community Survey -ის (ამერიკული საზოგადოების კვლევა) მიერ, იუწყება 247wallst.com.
კალიფორნიის მოსახლეობის 0.65 პროცენტი, ანუ 252,679 ადამიანი, საკუთარ თავს სომხურ წარმომავლობის მქონედ მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხური წარმომავლობის მქონე მოსახლეობის 54,68 პროცენტი ცხოვრობს ამ შტატში.
ამავე ცენტრის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში 485.970 სომეხი წარმოშობის ადამიანი იმყოფებოდა. პირველად სომხები დასახლდნენ 1874 წელს კალიფორნიაში. მათი რიცხვი გაიზარდა 1915 წელს სომხების მიერ  ოსმალეთის თურქეთში განხორციელებული გენოციდის შემდეგ. შეერთებული შტატების მთლიანი მოსახლეობა აღემატება 325,000,000-ს.

ნახეთ მეტი
Back to top button