
,,PanARMENIAN.Net“ წერს, რომ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2019 წელს სომხეთში ჩაატარა გამოკითხვა ,,კავკასიის ბარომეტრი“ და დაადგინა, რომ სომხების 57% რუსეთს ქვეყნის მთავარ მეგობრად თვლის. 2013 წელს, ამ ადამიანების რაოდენობა 83% იყო.
სომხეთის მეგობრებს შორისაა საფრანგეთი, საქართველო და ირანი, რომელთა მაჩვენებელი შვიდი წლის განმავლობაში გაიზარდა.
სომხების 2% “ენდობოდა” საქართველოს 2013 წელს, 2019 წელს 4% -ი, 1% -ი ირანს მეგობრად მიიჩნევდა 2013 წელს, 2019 წელს 3% -ი, ხოლო საფრანგეთის ნდობა 5-დან გაიზარდა 12%-მდე.
2013 წელს სომხების 4% თვლიდა, რომ “არცერთი ქვეყანა” არ იყო სომხეთის მუდმივი მეგობარი, ხოლო 2019 წელს ასე ფიქრობდნენ გამოკითხულთა 17%.
,,კავკასიის ბარომეტრი“ არის ქვეყანათაშორისი კვლევა, რომელიც ტარდება სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. პროგრამის მიზანია საზოგადოებრივი აზრის შესწავლა რეგიონში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე.