სააკაშვილმა ისაუბრა ბაბუაზე, რომელიც იოსებ სტალინს აფინანსებდა
,,News.am.” წერს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა, ჟურნალ ,,გორდონ“- ის დამფუძნებელს, დიმიტრი გორდონს, განუცხადა, რომ მისმა ბაბუამ დააფინანსა ბოლშევიკები, მათ შორის, მომავალი საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი.
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ სტალინს ყველაზე მეტად არ მოსწონდა ის ოჯახები, სადაც მას იცნობდნენ. ჟურნალისტმა სააკაშვილს შეახსენა, რომ იგი დაიბადა სტალინის დაბადების დღეს.
”ისე, მე ტენდენცია მაქვს, რომ ვიხუმრო და რეაგირება მოვახდინო მარქსის სიტყვებით, რომ ისტორიაში პირველად ხდება ტრაგედია, მეორედ კი იგი მეორდება, როგორც ფარსი. სტალინს რაღაც კავშირი ჰქონდა ჩემს ოჯახთან, ჩემი ოჯახის ბედისწერასთან. ჩემი დიდი ბებიის მამა, რომელმაც მე აღმზარდა (ის გარდაიცვალა, როდესაც 30 წლის ვიყავი), ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი იყო კავკასიაში, ფლობდა მსოფლიოს უდიდეს მანგანუმის მაღაროებს და აფინანსებდა ბოლშევიკებს, მათ შორის სტალინსაც. და სტალინი ხშირად იმალებოდა მათ სახლში. და ერთხელ ასე მოხდა , რომ ისინი ალყაში იყვნენ მომწყვდეული სამეფო ჟანდარმერიის მიერ. ბებიაჩემი პატარა იყო და სტალინი უნდა გამოეყვანა. და მას, ამ პატარა გოგოს დაავალეს ეს. ბებიამ მითხრა, რომ სტალინი ძალიან ნერვიულობდა, ხელები ძალიან სველი ჰქონდა და ის მთლიანად კანკალებდა. შემდეგ, როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში და დააპატიმრეს მისი მამა, მათ სტალინს მიწერეს წერილი, რომელშიც ნათქვამია: “ჩვენ თავშესაფარი მოგეცით და ესაა თქვენი მადლობა?” და იგი პირველად გაათავისუფლეს”- აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ მისი ბაბუის ქონება იქნა ჩამორთმეული და იგი და მისი ოჯახი გაასახლეს. იგი მეორედ დააპატიმრეს 1937 წელს და გაგზავნეს ბანაკში.
”ამ დროს, მისი ძმა გრიგოლ აბაშიძე, რომელიც ცნობილი ქართველი პოეტი იყო (მან სწორედ ამ დროს მიიღო სტალინის პრემია), წავიდა კრემლში. იქ იყვნენ სტალინი და ბერია. სტალინმა ჰკითხა:. “რა გინდა, რომ მთხოვო?” მან უპასუხა: ”მამაჩემი ბანაკშია. შეგიძლია გამოიყვანო იგი? ” სტალინმა ბერიას მიმართა. ”შეიძლება. ამჯერად ჩვენ გავათავისუფლებთ მას, მაგრამ შემდეგ ჯერზე, თუ ის არასწორად მოიქცევა, ჩვენ თქვენ ერთად დაგხვრეტთ“. და ბოროტად გაიცინა … იგი გაათავისუფლეს. აბაშიძემ იგი ბანაკიდან წაიყვანა, ის კი უკვე ძალაგამოლეული იყო … მათ გააფრთხილეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიეცათ საკვები გზაზე, რადგან ის შეიძლება იმ წუთასვე მომკვდარიყო. აბაშიძემ თქვა, რომ იგი ცხოველის მდგომარეობამდე მიიყვანეს”,- აღნიშნა სააკაშვილმა.
მან შეახსენა, რომ სტალინის მონაწილეობა მრავალი ოჯახის ბედში სწორედ ასეთი იყო.