მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერი გამოეხმაურა ილჰამ ალიევის განცხადებას

წავიკითხე   აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ გუშინ ხათას რეგიონში გაკეთებული განცხადებები და უნდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მუდმივი მცდელობა  რაც შეიძლება უძველესად წარმოგვიდგინოს აზერბაიჯანის ისტორია   ნამდვილად სასაცილოა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა მანე გევორგიანმა ჩანაწერი გააკეთა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

„იგი ირწმუნება, რომ 1800-იანი წლების დასაწყისში გაფორმებული ქიურაკჩაის ხელშეკრულებაში სომხები ნახსენები  ნახსენები არ არის“,- წერს მანე გრიგორიანი

„ჩვენ გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ ბატონი  ალიევი კარგად იცნობს ანტიკური ისტორიოგრაფიის ყველაზე პოპულარულ ნაშრომებს:  ჰეროდოტეს ისტორიას, ქსენოფონეს “უკან დახევის ბიუროს”, სტრაბონის “გეოგრაფიას”, პლინიუს უფროსის, პლუტარქეს, კასიუსის, აპპიანოსის, ტაკიტოსის, ამიანოს მარკელინოსის, არაბი ავტორების  ბალაძორის, ალ მასუდის, ევროპელი ცნობილი მოგზაურების რუბრუკისა და მარკო პოლოს ნამუშევრებს,  რომლებშიც უზარმაზარ მასალას  გვაწვდიან ბიბლიური სომხეთ-არმენია ქვეყნის და მისი ხალხის შესახებ.

თუ ბატონი ალიევი არ ენდობა ზემოხსენებულ ავტორებს, ყოველ შემთხვევაში კარგი იქნებოდა წაეკითხა მე-16-მე -19 საუკუნეების ოსმალეთის ავტორები: იბრაჰიმ ფევჩევი, მუსტაფა ნაიმაი, რაშიდი, ისმაილი ასიმ ეფენდი, სულეიმან იზზიღი, ქიათიბ ჩელები, აჰმენ ჯევდეთ ფაშა, ევლია ჩელები, რომლებმაც არა მარტო  მსოფლიოს მრავალი ინფორმაცია მიაწოდა სომხეთის შესახებ, არამედ იმოგზაურეს  არმენია-ერმენისტანში და ურთიერთობდნენ სოეხ ქრისტიანულ მოსახლეობასთან.  

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ ჩაიყენებდა თავს უხერხულ მდგომარეობაში და არ ილაპარაკებდა იმაზე, ნახსენებია თუ არა სომხები  XIX საუკუნის რომელიმე დოკუმენტში. უძველესი დროიდან სომხეთი და სომხები ნახსენები არიან ისტორიულ ნაშრომებში, ისტორიულ დოკუმენტებში და რუკებზე.

ჩვენ ვფიქრობდით, რომ ბატონ  ალიევს კარგად უნდა სცოდნოდა ჯერ კიდევ ადრეულ შუასაუკუნეებში სომხური წარწერებით დამშვენებული   ამარასის, დადივანქისა  და მე -13 საუკუნეში სომხების მიერ აშენებული  განძასარის შესახებ, სხვათა შორის, ბატონი ალიევის მიერ ნახსენები ქიურაკჩაის  ხელშეკრულებამდე  მე-18-ე საუკუნის პირველ ნახევარში  არცახში სომეხთა მიერ შექმნილი ეს კომპლექსი, ირანის ნადირ შაჰის მიერ განსაკუთრებული მანიფესტით, ირანის მოკავშირე ქვეყნად აღიარებული  ხამასიანთა სამელიქოს სულიერი ცენტრი იყო.

და არა თუ ფაშინიანი ამბობს, რომ არცახი ეს სომხეთია, არამედ ამაზე მოწმობენ თვითონ ამარასი, თვითონ დადივანქი და განძასარი თავიანთი სომხური წერილობითი ძეგლებით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close