საზოგადოება

კიმ კარდაშიანი მილიონობით მიმდევარს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ მცირე ბიზნესს სომხეთში

,,News.am“ წერს, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავმა და წარმატებულმა ბიზნესმენმა კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქსელებში მოუწოდა მილიონობით მის მიმდევრებს, სომხეთის მხარდაჭერის ფონდში შემოწირულობებით ხელი შეუწყონ სომხეთში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას.
”განიხილეთ სომხეთის დახმარების ფონდში შემოწირულობების შესაძლებლობა, რათა  COVID-19-ის შედეგებთან ბრძოლაში დახმარება გაუწიოთ მცირე ბიზნესს”, – დაწერა კარდაშიანმა. ტელევარსკვლავმა ასევე გამოაქვეყნა რამდენიმე კომპანიის სახელები, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ მხარდაჭერა. მათ შორისაა კომპანია “არტუიტი”, რომელიც აწარმოებს შარფებს სომხური თემებით, კაფე “რეტრო” და ა.შ.

სომხეთის დახმარების ფონდმა წამოიწყო ინიციატივა. ფონდ ,,ფაროს“-თან ერთად დაიწყო  სომხეთში მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ინიციატივა, რომელიც დაეხმარება COVID-19 კორონავირუსის შედეგად დაზარალებულ ბიზნესს.


ფონდი ,,ფაროს“-ი 2006 წლიდან ახორციელებს პროგრამებს ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, კულტურული პროექტებისა და განვითარების სფეროში. თითქმის 15 წლის მუშაობის განმავლობაში, ,,ფაროს“- მა განახორციელა 200 – ზე მეტი წარმატებული პროექტი სომხეთში და  7 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა.

ნახეთ მეტი
Back to top button