პოლიტიკა

”მთავრობა ხავერდოვანი რევოლუციის ფასეულობების ერთგული რჩება”. იუსტიციის მინისტრის მოადგილე

,,News.am.” წერს, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ქრისტინე გრიგორიანმა მონაწილეობა მიიღო სომხეთ-ევროპის საბჭოს 2019-2022 წლებში სამოქმედო გეგმის მართვის კომიტეტის ტელესხდომაში.
შეხვედრა გახსნეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ავეტ ადონცმა და ევროპის საბჭოს ოფისის გენერალურმა დირექტორმა ვერენა ტეილორმა.
თავის სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ქრისტინე გრიგორიანმა აღნიშნა, რომ მთავრობა  ერთგული რჩება ხავერდოვანი რევოლუციის ფასეულობების: კანონის უზენაესობის განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და სასამართლოს ამბიციური  რეფორმის, კონსტიტუციის და სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

შეეხო რა მთავრობის მიერ 2019 წელს შემუშავებული რეფორმების დღის წესრიგის დარგობრივ დოკუმენტაციას, სასამართლო, ადამიანის უფლებების დაცვის, ანტიკორუფციული, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამსახურის რეფორმის სტრატეგიებზე დაყრდნობით, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა კმაყოფილება და ხაზი გაუსვა, რომ ისინი შემუშავდა და ხორციელდება ევროსაბჭოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობის ეგიდით, კერძოდ, 2019-2022 სამოქმედო გეგმის ფარგლებში სომხეთისთვის მიწოდებული საექსპერტიზო და ტექნიკური დახმარებით.
ქრისტინე გრიგორიანმა ხაზი გაუსვა ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო სახელმძღვანელო მითითებებსა და დამხმარე მასალებს, რომლებიც  COVID-19 პანდემიის დროს შეიმუშავეს ევროსაბჭოს სხვადასხვა სტრუქტურებმა, რაც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო მითითებებია პანდემიაზე რეაგირებისთვის.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო უფრო ინტენსიურად თანამშრომლობდა ევროსაბჭოს ორგანოებთან, რაც, ერთის მხრივ, მეტყველებს სომხეთის ხელისუფლებისადმი ნდობაზე ორგანიზაციაში, ხოლო მეორე მხრივ, წევრ სახელმწიფოებში უფლების უზენაესობის და ადამიანის უფლებათა განმტკიცების სხვადასხვა საკითხებში საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებაში  სომხეთის ვალდებულებების შესახებ.
შეხვედრის დროს წარმოდგენილი იყო ევროპის საბჭოსთან განხორციელებული პროგრამების შედეგები ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული მმართველობის სფეროებში. სომხურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button