მთავარისაზოგადოება

სომხეთი ყიდულობს ანტივირუსულ პრეპარატს „რემდესივირ“. აწარმოებს მოლაპარაკებებს „ავიფავირ“-ის შეძენისათვის

მოლაპარაკებები ანტივირუსულ პრეპარატებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან გრძელდება. დღეს სომხეთის  ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსული “ავიფავირის”, იაპონური და რუსული “ფავიპირავირის”  შესაძენად. მათ უკვე მიიღეს იაპონური წამალი,  მალე  დაიწყებენ მის გამოყენებას.

 ანტივირუსული წამლის “რემდესივირ”-ის  პაკეტი უკვე იყიდეს და 10 დღეში იქნება სომხეთში.

მოლაპარაკებები ვაქცინების შეძენაზეც მიმდინარეობს, მაგრამ ისინი ადრეულ ეტაპზეა და ამ საკითხთან დაკავშირებით  ჯერ კიდევ ბევრი გაურკვევლობაა.

ნახეთ მეტი
Back to top button