მთავარისაერთაშორისო

ქართული პასპორტი პანდემიის დროს უფრო “ძლიერი” გახდა, ვიდრე ამერიკული, რომელიც 47-ე ადგილზე აღმოჩნდა. სომხეთი პასპორტების ინდექსში 135-ე ადგილზეა

გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია პასპორტის ინდექსში (Passportindex.org), რომელიც შემუშავებულია ანალიტიკური კომპანია Arton Capital– ის მიერ. ამისშესახებ tert.am-ი ავრცელებს.

პორტალის თანახმად,  კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვიზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 57 ქვეყანაში გამგზავრება,  ხოლო 35 ქვეყანაში მათ ვიზის მიღება შეუძლიათ ჩასვლისთანავე.

ამრიგად, საქართველოს მოქალაქეების მობილობის ინდექსი 92 ქულით ფასდება, ხოლო ქვეყანა ინდივიდუალური რეიტინგის მიხედვით 47-ე ადგილზეა.

ამ მხრივ, საქართველომ გაუსწრო შეერთებული შტატებს, რომელიც 52-ე ადგილზეა. აშშ-ს მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე 46 ქვეყანაში ჩამოსვლა, ხოლო 38-ში  შეუძლიათ ვიზა მიიღონ ჩასვლისთანავე.

სომხეთი რეიტინგში 135-ე ადგილზეა. სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე 20 ქვეყნის მონახულება, ხოლო 32 ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე მიიღებენ ვიზას. 146 ქვეყანაში საჭიროა ვიზის წინასწარი გაფორმება.  ჩვენი მოქალაქეების მობილობის ინდექსი შეფასებულია 52 პუნქტით.

სარეიტინგო სიის ლიდერები არიან იაპონია, ახალი ზელანდია, ფინეთი, ავსტრია და ლუქსემბურგი.

რუსეთი 59-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 123-ე, თურქეთი 56-ე და ირანი 194-ე ადგილზე.

ნახეთ მეტი
Back to top button