საზოგადოება

“კოვიდ პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს” – თამარ გაბუნია

,,Metronomi.ge” წერს, რომ კოვიდ პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მონისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ამის მიზეზია ის, რომ კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ვალიდურია მხოლოდ 72 საათის განმავლობაში.

“რა თქმა უნდა, უპირობო საზღვრის გახსნა გარკვეულწილად რისკის მატარებელია, თუ ეს არ ემყარება ქვეყნების ეპიდსიტუაციის საფუძვლიან ანალიზს, რომელთანაც საზღვრის გახსნაზე იქნება საუბარი. რაც შეეხება კოვიდ პასპორტს, მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ვალიდურია ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში, კერძოდ, 72 საათის მანძილზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ უკვე ამას არანაირი გარანტიის და დაცვის საფუძველი აღარ აქვს. ამიტომ უკეთესი და მეტად მეცნიერულად დასაბუთებული დაცვა არის ტესტირება ნებისმიერი სიმპტომის მქონე პირის,” – აღნიშნა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საზღვრის გახსნა უსაფრთხოების ზომების დაცვით უნდა მოხდეს და საქართველომ მოგზაურებს ე.წ. კოვიდ პასპორტი უნდა მოსთხოვოს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close