მთავარისაერთაშორისო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით, გამოჯანმრთელებულთა კი 3-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 968-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 844-ია.

განახლებული მონაცემების მიხედვით, კარანტინის რეჟიმშია 4,425 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 222 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close