,,Tert.am“ წერს, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან განხორციელდება დაბრკოლებების გარეშე. ხელს შეუწყობს. როგორც იტყობინება ,,Новости-Грузия“, ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა მთავრობის პრეს სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველო თანდათანობით ხსნის თავის საზღვრებს საერთაშორისო მოგზაურთათვის, და უკვე ცნობილია, რომ ბიზნესმენები იქნებიან პირველნი, რომლებსაც ქვეყანაში შესვლის ნებას დართავენ.
საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, უცხოელ ბიზნესმენებს მოუწევთ გადაიხადონ 14-დღიანი საკარანტინო საცხოვრისის გადასახადი ან გაიარონ PCR ტესტი ყოველ 72 საათში, კორონავირუსის დასადგენად, ისევ საკუთარი ხარჯებით.
საქართველოს მთავრობა თვლის, რომ ეს ღონისძიება სასტუმროს სექტორს დაეხმარება, რომელიც ამჟამად დაცემის მდგომარეობაში იმყოფება. ნათქვამია, რომ 14 – დღიანი საკარანტინო და ტესტირების ფასები იქნება გონივრული.
ფასიანი კარანტინი და ტესტები არ ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის მაცხოვრებლებზე, რომლებსაც საქართველო საზღვარს უხსნის ყოველგვარი პირობების გარეშე.
ელექტრონული ფორმა, რომელიც წინასწარ უნდა შეავსონ საქართველოში ჩამოსვლის მსურველებმა, ხელმისაწვდომი იქნება მთავრობის ვებგვერდზე www.StopCoV.ge.
ამასთან, აღინიშნება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიარონ ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებისას.