საზოგადოება

ჯავახეთისთვის შეკრებილი თანხა იგზავნება სომხეთში

ჯავახეთში სპორტული და კულტურული ცენტრის შექმნისთვის განკუთვნილი თანხები გადაირიცხა სომხეთის ჯანდაცვის სისტემაში.  ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ გასულ წელს გლენდეელში შეგროვებული 13,4 400 აშშ დოლარი გადაგზავნილი ყოფილიყო სომხეთში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში.

ამის შესახებ მოგვითხრობს „სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს“ ჟურნალისტის გიტა ელიბეკიანის სტატია.

„დიასპორის ერთობის პლატფორმამ, რომელიც შეიქმნა გლენდალინში  სომხეთში რევოლუციის შემდეგ და აერთიენებს  რამდენიმე ორგანიზაციას  გასულ წელს მოაწყო თნახის შეგროვების პირველი მარათონი, რათა საქართველოს  სომხებით  დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სპორტული და კულტურული კომპლექსი დაეფუძნებინათ.

მანამდე კი პლატფორმის წევრები ადგილზევე  გაეცნენ რეგიონის მოსახლეობის პრობლემებს და აცნობეს საქართველოს ხელისუფლებას მათი გეგმების შესახებ. თუმცა, ცენტრის დაარსება შეფერხდა, გარდა ამისა, შეგროვილი თანხა ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამ დღეებში, როდესაც ინფექციის სწრაფი გავრცელების თვალსაზრისით, სომხეთი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი ქვეყანა, სამცხე-ჯავახეთის  მედია ცენტრმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სახსრების  მოძიებაში, წინადადება შემოიტანა შეგროვებული თანხები სომხეთში გადმოეგზავნათ.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით შეგროვებული ფულით ტერიტორიის შეძენა, გვინდოდა ფართი გვექირავა, მაგრამ კორონავირუსის გამო  სპორტული ცენტრები კვლავ დახურულია. ამავდროულად, სომხეთში ვითარება კვლავ უარესდება, ჯანმრთელობის დაცვის სისტემა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება მთლიანი თანხა გადაერიცხათ  კოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სომხეთში გახსნილ ანგარიშის ნომერზე“,- თქვა ცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ აივაზიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close