პოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ალიევის განცხადებებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებებს გამოეხმაურა არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი არტაკ ნერსისიანი. “არმენპრესი” წარმოგიდგენთ არტაკ ნერსისიანის კომენტარს.

„6 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ტელევიზიებს, რომლის დროსაც  გამოიყენა ისეთი ტონი და ლექსიკა, რომელიც სცილდება ძირითადი დიპლომატიური ეთიკის ფარგლებს  აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.  აზერბაიჯანის პრეზიდენტი ცდილობს დაადანაშაულოს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მოლაპარაკების პროცესში შედეგების არარსებობის გამო, მათ მიაწერს უმოქმედობას.  აზერბაიჯანის მხარე კონფლიქტის დარეგულირებისათვის არსებულ მოლაპარაკებებში გამოირჩევა იმით, რომ ხელს უშლის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების პროცესს,  დავის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მუდმივად სადაო  საკითხსწარმოჩენს,   იმუქრება ძალის გამოყენებით,  ამახინჯებს  კონფლიქტის არსს, საკუთარ ქვეყანაში რასიზმის და ანტიჰუმანური შეხედულებების წახალისება  და ზემოხსენებული ინტერვიუ ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

ამასთან დაკავშირებით, ტიპიურია აზერბაიჯანის დამოკიდებულება სრულმხრივი სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესახებ. აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ეტაპზე, მოლაპარაკებები ტარდებოდა სხვადასხვა ფორმატით. ამასთან, ყველაზე ეფექტური იყო მოლაპარაკებები არცახის უშუალო მონაწილეობით, როგორც ორმხრივ, არცახი-აზერბაიჯანის საფუძველზე, ასევე სამმხრივი, არცახი-აზერბაიჯანი-სომხეთის საფუძველზე.  სწორედ სამმხრივ ფორმატში, არცახის  სრულუფლებიანი მონაწილეობით შესაძლებელი გახდა  აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტა და 1994 წელს სამშვიდობ ხელშეკრულების გაფორმება. ამჟამად აზერბაიჯანი უარყოფს მოლაპარაკებაში არცახის მონაწილეობის საკითხს, რაც ხელს უშლის მოლაპარაკებების გაგრძელებას და აჭიანურებს დარეგულირების საბოლოო სამშვიდობო პროცესებს.  

ინტერვიუში ასახული ისტორიული და სამართლებრივი არგუმენტები ვერანაირ  კრიტიკას ვერ უძლებს. ამასთან, თუ აზერბაიჯანის პრეზიდენტის რეგიონის ისტორიის უგულებელყოფა  და არცოდნა ვნებას ვერ მოგვიტანს, სამაგიეროდ მისი უვიცობა  საერთაშრისო  სამართლიოს სფეროში, შესაძლებელია სერიოზულად სასრულდეს და საფრთხე  წარმოშვას სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.  

აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში, აზერბაიჯანის მითითება გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესახებ, უსაფუძვლოა, და მისი აგრესიული, ომისშემდგომი პოლიტიკის გაშუქების წარუმატებელი მცდელობაა. ჯერ ერთი, აზერბაიჯანი არ  არის აგრესიის მსხვერპლი,ამიტომაც მის მიმართ არ გამოიყენება დაეროს წესდების 51-ე მუხლი.   პირიქით, ეს აზერბაიჯანმა   გადააქცია პოლიტიკური საკითხი შეიარაღებულ კონფლიქტად, ცდილობს ძალის გამოყენებით ჩაახშოს  არცახელი  ხალხის თვითგამორკვევის უფლებას, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ. მეორე, 1994 წელს, მაისში არცახმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს სამმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელშიც დასრულდა კონფლიქტის სამხედრო ეტაპი და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულება აიღეს  გაეროს წესდების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანულ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ საერთაშორისო დავის მოგვარებამხოლოდ  მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ერთ – ერთი ძირითადი პრინციპია, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში.

ბაქოს ყველა ვარაუდი, რომ გაეროს წესდების 51-ე მუხლი მას უფლებას აძლევს გამოიყენოს ძალა  აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში, საერთაშორისო საზოგადოებამ უარყო 2016 წლის აპრილში, როდესაც აზერბაიჯანმა მასშტაბური შეტევა წამოიწყო არცახის  წინააღმდეგ. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, შეერთებულმა შტატები, რუსეთი და საფრანგეთი, ისევე  გაეროს გენერალურმა მდივანი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანი  შეთანხმდნენ, რომ 1994 წლის შეთანხმება მკაცრად უნდა ყოფილიყო დაცული. ახალი ომის წამოწყების  საფრთხე შეიძლება შეფასდეს, როგორც  საკუთარი თავის გამოცხადების მცდელობა საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო სამართლის მიღმა.  

საკუთარი შეცდომებისათვის სხვების უპერსპექტივოდ დადანაშაულების მაგივრად კარგი იქნებოდა აზერბაიჯანს უპირობოდ შეესრულებინა  კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ვალდებულებები და ეწარმოებინა მოლაპარაკებები  კეთილსინდისიერად”, – არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი არტაკ ნერსისიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button