კულტურამთავარი

ერევანში საერთაშორისო მუსიკალური ონლაინ ფესტივალი «Music 20» გაიმართება

როგორც „style.news.am “-ი წერს10-28 ივლისს ერევანში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური  ონლაინ  ფესტივალი  «Music 20», რომლის ფარგლებში, კლასიკური მუსიკის მრავალი ოსტატი ჩამოვა სომხეთში. კონცერტები გაიმართება კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტისა და საკონცერტო კომპლექსის დარბაზში, მაგრამ მაყურებელს  შეეძლება მხოლოდ  ინტერნეტით ხილვა და მოსმენა.

ფესტივალის ორგანიზატორი არიან სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი სერგეი სუმბატიანი და კ. დემირჭიანის სპორტისა და საკონცერტო კომპლექსის დირექტორი კარენ ღაზარიანი. როგორც კარენ ღაზარიანმა თქვა,  ეპიდემიის პირობებში დიდი მიღწევაა მსგავსი ღონისძიების ორგანიზება სომხეთში.

სერგეი სუმბატიანი დარწმუნებულია, რომ ეს ფესტივალი მსოფლიოს აჩვენებს არა მხოლოდ ორკესტრის შესაძლებლობებს,  არამედ დაამტკიცებს, რომ გვაქვს საკონცერტო დარბაზი, რომელსაც შეუძლია შესანიშნავი აკუსტიკური შესაძლებლობები უზრუნველყოს სიმფონიური ორკესტრისთვის. „მსოფლიოში ცნობილი არტისტები  ფესტივალის ფარგლებში ჩამოვლენ სომხეთში, ხოლო სომხეთი მოექცევა მუსიკის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში“, – თქვა მან.

ფოტო სერგეი სმბატიანის „ფეისბუქის“ გვერდიდან

ნახეთ მეტი
Back to top button
Close