მთავარისაზოგადოება

საქართველო ემზადება კოროვირუსის მე -2 და მე -3 ტალღისთვის: გამყრელიძე

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ემზადება კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღებისთვის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ინფორმაციას  regnum.ru. ავრცელებს.

„ჩვენ ახლა სერიოზულად ვმუშაობთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერების გეგმის შესახებ, რათა გვიან შემოდგომაზე მზად ვიყოთ მეორე და მესამე ტალღებისთვის“,  – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მან თქვა,  სამედიცინო პერსონალი, ეპიდემიოლოგები და ლაბორატორიის თანამშრომლები გადიან ტრენინგებს. ამასთან, მისი თქმით, ტესტების გამოშვება  გაფართოვდება.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე ხანია დღეში კორონავირუსული ინფექციის 10-ზე ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება , თუმცა  ივლისში კოროვირუსული ტესტების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 1.5-2-ჯერ გაიზარდა. საქართველოში არაერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ინფექციის მეორე ტალღა შესაძლოა ქვეყანაში შემოდგომაზე დაიწყოს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close