მთავარიპოლიტიკა

მსოფლიოს სომეხთა ერთიან სისტემაში გაერთიანების ინციატივა: მიმდინარეობს მუშაობა სომხური დიასპორის პარლამენტის (სდპ) შესაქმნელად

რამდენიმე წლის წინ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა პატრიოტ სომეხთა მცირე ჯგუფმა დაიწყო მუშაობა დემოკრატიულად არჩეული სომხური დიასპორული პარლამენტის (სდპ)  შექმნაზე.  ეს ფუნდამენტური ინიციატივა განხორციელდება მთელ მსოფლიოში სომეხთა ერთიან სისტემაში გაერთიანებით. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ  სომხეთის რესპუბლიკისა და არცახის  ხელმძღვანელებს შეეძლებათ თქმა, რომ  მათი კოლექტიური გადაწყვეტილებები მიღებულია მთელი ერის სახელით.

საინიციატივო ჯგუფი გეგმავს სომხური დიასპორის პარლამენტის დაარსებას ორეტაპიანი  პროცესით.  ნაბიჯი პირველი: სომეხთა პირადობის მოწმობა (HyeID), ეს არის კალიფორნიაში უკვე არსებული არაკომერციული ორგანიზაცია „სომხური  პირადობის მოწმობა“ (HyeID), რომელიც   გაფართოვდება  მსოფლიოს სომხურ თემებში, ისევე როგორც სომხეთსა და არცახში.  HyeID ორგანიზაცია ისახავს  სამ მიზანს. ა) უზრუნველყოფს სომეხთა პირადობის მოწმობის გაცემას (მათ შორის სომხეთსა  და არცახში),  რომლის საშუალებითაც მოწმობის ყველა მფლობელს შეეძლება ისარგებლოს სხვადასხვა დაწესებულებების (ავიაკომპანიების, სასტუმროების, რესტორნების, მაღაზიების და ა.შ.) მომსახურებითა და სპეციალური ფასდაკლებით.  ბ) მოწმობის მფლობელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიქმნება მონაცემთა ბაზა მთელს მსოფლიოში სომეხთა შესახებ, რის საფუძველზეც შეიქმნება უპრეცედენტო ქსელური თანამშრომლობა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ბიზნესის, კულტურის, ეროვნული უსაფრთხოების და სხვა სფეროებში ჩართულ პირთა შორის.  გ) ეს საშუალებას მისცემს HyeID მოწმობის ს მფლობელებს, რომლებიც ცხოვრობენ სომხეთისა და არცახის ფარგლებს გარეთ, სომხური დიასპორის პარლამენტის შექმნის დროს ხმა მისცენ, ისინი ჩაითვლებიან  დარეგისტრირებულ ამომრჩეველებად. HyeID მოწმობის მფლობელები ხმას მისცემენ ადგილობრივ წარმომადგენლებს დემოკრატიულ არჩევნებში, ჩამოაყალიბებენ სომხური დიასპორის პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან სომხები, რომლებიც ცხოვრობენ სომხეთისა და არცახის ფარგლებს გარეთ.

ამრიგად, HyeID– ს უზრუნველყოფს

 რეგისტრაციას:  ხმის მიცემა მოწმობის მფლობელებს შორის ქსელური თანამშრომლობისთვის, ხმის მიცემისათვის SCM მომავალი წარმომადგენლების არჩევნებისათვის HYID– ში სომხური დიასპორის პარლამენტი (სდპ) ფორმირდება ადგილობრივი არჩევნების გზით, თითოეულ გეოგრაფიულ უბანში. უბნები იქმნება ხმის მიცემის უფლების მქონე HyeID მოწმობების თანაბარი რაოდენობის საფუძველზე: დემოკრატიული პრინციპის საფუძველზე „ერთი ადამიანი, ერთი ხმა“.  დისაპორაში  მცხოვრებ 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა პირადობის მოწმობის მფლობელის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება. ამრიგად, სდპ  უზრუნველყოფს 1) დიასპორის სომეხთა “ჩუმად მყოფი უმრავლესობის” გაღვიძებასა  და ჩართვას

 2) ყველა არსებული სომხური ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას

3) დიასპორის სომეხთა წარმომადგენლობითი და  ერთიანი ხმის უფლებას, 4)კენჭისყრის საშუალებით  სომხურ თემებში ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემის გადაწყვეტას,

5) შედეგიან პოლიტიკური გავლენის ფორმირებას

 6) სომხური  ეროვნული თვითმყოფადობის დაცვასა  და განვითარებას

 7) დიასპორაში, სომხეთსა და არცახში მცხოვრებ  სომეხთა ეროვნული მიზნების კოორდინაციასა  და პოპულარიზაციას

 8) რეპატრიაციის ორგანიზებას.

 „სომხეთის დიასპორის პარლამენტი  კონკურენციას არ გაუწევს არც ერთ უკვე  არსებულ სომხურ ორგანიზაციას, მაგრამ შეავსებს და გაზრდის სომეხთა ძალისხმევას ერის წინაშე წამოჭრილი  მრავალი რთული პრობლემის გადასაჭრელად“, – განაცხადეს HyeID საბჭოს წევრებმა.

HyeID- ის საბჭოს წევრები არიან:

 ჰარუთ სასაუნიანი, პრეზიდენტი (გლენდეელი, კალიფორნია),

ჰაკობ  ნაზარიანი, ვიცე პრეზიდენტი (რანჩო პალოს ვერდესი, კალიფორნია),

 ლეონ თოროსი, ვიცე-პრეზიდენტი (ვეზიკესტერი, კალიფორნია),

 რაზმიგ დ. ღარახანიანი, მდივანი (გენერალური მდივანი),

თომას ალექსანიანი, ხაზინადარი (გლენდეელი, კალიფორნია),

ჰოველ შენოროქიანი, საბჭოს წევრი (პარიზი, საფრანგეთი),

ტიგრან ჰარუთიაუნიანი, საბჭოს წევრი (ერევანი, სომხეთი),

 ჯონ ე. შირაჯიანი, საბჭოს წევრი (გლენდეალი, კალიფორნია),

 არამ  ტერ-მარტიროსიანი, საბჭოს წევრი (გლენდეელი, კალიფორნია),

მაიქ ბარონიანი, საბჭოს წევრი (ტოფენი, შვეიცარია),

 ლეონ  ბეკლარიანი, საბჭოს წევრი (მოსკოვი, რუსეთი).

HyeID ხელმძღვანელობა “მოუწოდებს მსოფლიოს ყველა სომეხს, შეუერთდნენ ამ ფუნდამენტურ ინიციატივას და აახდინონ  დიასპორის სომეხთა სანუკვარი ოცნება, შექმნან ერთიანი და თვითკმარი სტრუქტურა დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით”.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close