მთავარისაზოგადოება

რა უნდა იცოდეთ საქართველოში შესვლისა და საქართველოდან გამოსვლის დროს?

,,ალიქ მედია“ წერს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ 8 ივლისის პრესკონფერენციაზე წარმოადგინა  საერთაშორისო მოგზაურობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

,,ალიქ მედიამ“ მოგვაწოდა უცხოელი ვიზიტორებისთვის, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის, საზღვარგარეთ ვიზიტის განხორციელების შესახებ ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია.
ამრიგად, საქართველო ხსნის საზღვარს მხოლოდ ხუთი ქვეყნისთვის, ესენი არიან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი.
ზემოხსენებული ქვეყნების პასპორტის მქონე პირებს შეეძლებათ საქართველოში ჩამოსვლა ყველა ტიპის ვიზიტისთვის, მხოლოდ საჰაერო გზით.
საქართველოს საზღვრის გადაკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალურად შემუშავებული ელექტრონული კითხვარი, რომელშიც უნდა იყოს წარმოდგენილი მოგზაურობის „ისტორია“ ბოლო 14 დღის განმავლობაში, საქართველოში საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.

თუ პირს საზღვრის გადაკვეთის დროს თერმოსკრინირების შედეგად აქვს 37 გრადუსზე მაღალი სიცხე, ის აეროპორტში გაივლის PCR ტესტირებას.

სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, ვისაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ექნებათ ევროკავშირის არაწევრ, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის “ისტორია”.
ყველას, ვინც საქართველოს სტუმრობს, ქვეყანაში ყოფნის განმავლობაში ექნებათ პროაქტიული კომუნიკაცია და მათზე იზრუნებენ სპეციალურად შექმნილი ზარების ცენტრის თანამშრომლები.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებმაც გახსნეს საზღვარი საქართველოსთვის, მაგრამ არ მოხვდნენ პირველ ხუთეულში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა:

”იმ ქვეყნებთან, რომლებმაც გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის პირობების გარეშე, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას  შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საქართველოსთვის თავიანთი საზღვრები  გახსნილი არ აქვთ შემდეგ ქვეყნებს: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. უნგრეთის შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა საქართველოში, რომელთანაც ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით”,-აღნიშნა ჩიქოვანმა.
იტალიამ, კვიპროსმა, ისლანდიამ და სლოვენიამ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ გახსნან თავიანთი საზღვრები საქართველოსთვის, კონკრეტული შეზღუდვების გათვალისწინებით. მათ შორის 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის ჩათვლით.

საქმიანი ვიზიტების შემთხვევაში, საქართველოში ეკონომიკური მოქმედებების გავრცელების შემთხვევაში, საქართველოს საზღვრები ღია იქნება ყველა ქვეყნისთვის. კერძოდ საჭირო იქნება შესაბამისი დოკუმენტების წინასწარ შევსება, წინასწარი შეთანხმების მიღწევა შესაბამის უწყებებთან. სამუშაო ვიზიტით საქართველოში ჩასულ სტუმრებს მოეთხოვებათ PCR ტესტის ჩატარება საკუთარი ხარჯებით, 72 საათში ერთხელ, ან 14-დღიანი სავალდებულო კარანტინში ყოფნა. ეს არ ეხება ევროკავშირის 5 წევრი ქვეყნის მოქალაქეებს.
შესაბამისი ელექტრონული კითხვარი, რომელიც უნდა შეავსონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებმა და სხვა ტიპის საქმიანი ვიზიტის მოქალაქეებმა, ხელმისაწვდომი იქნება www.StopCoV.ge.


რა უნდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ გამგზავრებისას?
ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ვიზიტისას საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი კარანტინი.
საქართველოს მთავრობა ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ავიაკომპანიებთან, რეგულარული ფრენების განსახორციელებლად ხუთი ქვეყნის მიმართულებით. უკვე არის შეთანხმება lufthansa -სთან, აგვისტოდან კვირაში ორი რეისი განხორციელდება.
ორი ავიაკომპანია Wizzair და Mywayairlines იმუშავებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ სამშობლოში. რეისების განრიგი შემდეგია:


13 ივლისს, ფრენა განხორციელდება ვარშავის მიმართულებით,  15 ივლისს  – ბარსელონის, 17 ივლისს – რომის, 22 ივლისს – პარიზის და 28 ივლისს ათენის. ამ მიმართულებებიდან თბილისში დაბრუნების ბილეთები არ აღემატება 200 ევროს. უახლოეს დღეებში ერთჯერადი რეისი შესრულდება დოჰადან თბილისში, 105 მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა 1 ივლისიდან უკვე გახსნა საზღვრები საქართველოსთვის. ქვეყანა იმ 15 უსაფრთხო ქვეყანას შორისაა, რომელთა მოქალაქეებსაც აქვთ მინიმალური დაბრკოლებებით შევიდნენ შენგენის ზონაში.
კორონავირუსის გავრცელების გამო მოგზაურობის შეზღუდვების მხედველობაში მიღებით,  განახლდა პასპორტების “ძალის” გლობალური ინდექსი. ახალი მონაცემებით, ქართული პასპორტი მე -15 ადგილზეა. 2019 წელს საქართველო ამ სიაში 89-ე ადგილზე იყო. მონაცემები ქვეყნდება Passportindex.org– ზე.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close