მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ბომბავენ სომხურ პოზიციებს

12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები „უაზ“-ის მარკის ავტომანქანით შეეცადნენ სომხეთის სასაზღვრო ზოლის დარღვევას ტავუშის მიმართულებით.  ამის შესახებ განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეფანიანმა.  

როგორც სტეფანიანმა თქვა დღეს, 13 ივლისს,  სამსაათიანი შესვენების შემდეგ, დილით მტერმა განაახლა პროვოკაციული მოქმედებები, განაგრძო სროლა სომხური პოზიციების მიმართულებით. თავდასხმელებს შესაბამისი პასუხი გასცეს    სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა.

„გუშინ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირველი მცდელობისას, სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა დატოვეს „უაზ“- ის მარკის  მანქანა და დაბრუნდნენ თავიანთ პოზიციაზე. 01: 45- საათზე  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გაიმეორეს მცდელობა, შეცადნენ დაეპყროთ  სომხეთის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო პუნქტი, გამოიყენეს საარტილერიო ცეცხლი, მაგრამ ისინი უკუგდებულნი  იქნენ  სომხური მხარის მიერ, განიცადეს  ზარალი და უკან დაიხიეს”, – თქვა სტეპანიანმა და დასძინა, რომ სომხურ მხრეს  მსხვერპლი არ ჰყავს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ 12 ივლისს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე  დაიღუპა, ხუთი – დაიჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უპილოტო აპარატი.

სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო  აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ქმედებები ტავუშის მიმართულებით. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონიანმა მომხდარის შესახებ ესაუბრა  ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს  ანჯეი კასპრჩიკს.

ნახეთ მეტი
Back to top button