რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მთავრობის საგანგებო სხდომაზე ისაუბრა.
„გუშინ, 12 ივლისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა პროვოკაციული ქმედებები განახორციელეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თავს დაესხნენ ჩვენს სასაზღვრე პოზიციებს ტავუშის ოლქის სოფელ მოვსესის მიმართულებით. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციულ ქმედებებს მკაცრად გმობს და აღნიშნა, რომ დილიდან ისევ განახლდა სროლები. ამრიგად, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის ქცევა რეგიონალური არასტაბილურობის პროვოცირების მიმართ უკიდურესად შემაშფოთებელია, რაც ყველაზე უკეთ ასახულია ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელშიც ის გამოხატავს უპირობო მხარდაჭერას აზერბაიჯანის ქმედებებისთვის, აშკარა და უკვე ტრადიციულ ანტი-სომხურ ლოგიკასთან.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, აზერბაიჯანი საზღვარზე ვითარების გამწვავებით ცდილობს, შიდა პრობლემები მეორე პლანზე გადაიტანოს.
„უკვე დიდი ხანია, რაც აზერბაიჯანის ხელძღვანელობა ცდილობს გაათამაშოს ანტისომხური კარტი მათთვის ცნობილი მოტივაციისაგან გამომდინარე. შესაძლებელია, საქმე გვაქვს შინაგანი პრობლემის უკანა პლანზე გადატანის აზერბაიჯანულ განზრახვასა და ქმედებასთან, სადაც უგულველყოფილია ადამიანთა სიცოცხლე, ამ სიტუაციაში აზერბაიჯანელი სამხედროების სიცოცხლე. როგორც ხედავთ, სამხედროები გაგზავნილი ჰყავდეთ უპერსპექტივო შეტევისაკენ. ამის შესახებ ისიც მოწმობს, აზერბაიჯანი არ შეუერთადა გლობალური ცეცხლის შეწყვეტის გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.
მან ასევე დაამატა, რომ ეს დადასტურდა იმით, რომ აზერბაიჯანი არ შეუერთდა გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას კორონავირუსის პანდემიის დროს გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
”გამოდის, რომ აზერბაიჯანში ეპიდემია რაც უფრო მეტად მძინვარებს, რაც უფრო მეტად სოციალ-ეკონომიკური სიტუაცია იძაბება, იმდენად იძაბება ანტისომხური აგრესიული რიტორიკაც. აზერბაიჯანის ხელძღვანელობამ იმის მაგივრად, რომ საკუთარ ხალხს მოუწოდოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების დაცვის ირგვლივ, მოუწოდებს ომისაკენ, თითქოს ანტისომხური განწყობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება იყოს”, – თქვა მან.
ნიკოლ პაშინიანი დაარწმუნა, რომ არანაირი პროვოკაციული მოქმედება უპასუხოდ არ დარჩება.
„ჩემო თანამემამულეებო, პატივცემულო საზოგადოებავ, კოლეგებო, დარწმუნებული იყავით, რომ რაიმე პროვოკაციული ქმედება უპასუხოდ არ დარჩება. გარდა ამისა მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამემამულეს მხარდაჭერა გამოუცხადონ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჯარისკაცებს, მეთაურებს, მათ ვისაც ამ წუთებში მტკიცედ დგანან მშვიდობის სადარაჯოზე.
ჩვენ შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰქონდეთ მტკიცე ზურგი და თითოეული ჩვენთაგანი უნდა გახდეს ამ ზურგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, ნდობით მოეკიდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს. ამ მომენტში ჩვენი საზოგადოების ინფორმაციული სტაბილურობა სომხური არმიის გამარჯვების საწინდარია“, – აღნიშნა ფაშინინმა.
როგორც მთავრობის სპეციალურ სხდომაზე განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა: „გუშინ დავამყარეთ კავშირი და დღესაც გამუდმებულ კავშირში ვართ ეუთო-ს თანათავმჯდომარე ქვეყნებთან, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელთან, ხდება ინფორმაციის გაზიარება. ყოველივე ამის პარალელურად კავშირში ვართ კუხოს გენერალურ მდივანთან და კუხოს წევრ სახელმწიფოებთან. ამ მიმართებით ჩვენი მუშაობა გრძელდება ყველა ჩვენს პარტნიორთან და ჩვენი ქმედებები გამჭირვალეა და ცნობებს ვაწვდით მიმდინარე პროცესებისა და განვითარებების შესახებ, თუ რა ხდება ამ მიმართულებებით“.