სპორტი

თუთბერიძე საუკეთესოა! ქართველი სპეციალისტი მსოფლიოში უძლიერეს მწვრთნელად აღიარეს

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) ფიგურულ ციგურაობაში დამსახურებული მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე მსოფლიოში უძლიერეს მწვრთნელად აღიარა, იუწყება РИА Новости.

ქართველმა Skating Awards-ს პრემიის „საუკეთესო მწვრთნელის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. დაჯილდოების პირველი ცერემონია ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს.

ეთერ თუთბერიძემ აჯობა ამერიკელ სპეციალისტ რაფაელ არუთინიანს, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ნატან ჩენს წვრთნის, და კანადელ ბრაიან ორსერს, რომელიც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ იუძურუ ჰანიუს და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ევგენია მედვედევას ავარჯიშებს, რომელმაც თავის ყველა მნიშვნელოვან გამარჯვებას თუთბერიძის ხელმძღვანელობით მიაღწია.

მწვრთნელი მუშაობს 2018 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა ზაგიტოვასთან, 2020 წლის ევროპის ჩემპიონ ანა კოსტორნაიასთან, რუსეთის ორგზის ჩემპიონ ანა შჩერბაკოვასთან, იუნიორთა შორის რუსეთის ორგზის ჩემპიონ დანიილ სამსონოვთან. სპეციალისტმა ასევე იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ორ უმაღლეს ჯილდომდე ალექსანდრა ტრუსოვა მიიყვანა.

კოსტორნაიამ თავის ვიდეომიმართვაში თუთბერიძეს თავისი საქმის მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი უწოდა.

„ეთერი თუთბერიძე ძალიან მომთხოვნია, ის გვეხმარება მივაღწიოთ მაღალ შედეგებს შეჯიბრებებზე“, – აღნიშნა ანა შჩერბაკოვამ.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close