მთავარიპოლიტიკა

თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ინციატივა ფეხქვეშთელავს სულიერ და კულტურულ ღირებულებებს: კილიკიის კათოლიკოსი არამ პირველი

დიდი კილიკიის კათოლიკოსი  არამ პირველი გამოეხმაურა ია სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხს. ამასთან დაკავშირებით არამ პირველმა  „ფეისბუქის“ ტავის გვერდზე ჩანაწერი გააკეთა:

„ჩვენ ცოტა ხნის წინ ინტერნეტიდან  შევიტყვეთ, რომ თურქეთის სასამართლომ გადაწყვიტა ისტორიულად  კონსტანტინოპოლის ბერძენთა  საკათედრო ტაძარში აია სოფია მეჩეთად გადაქცევა.

მართლაც, ეს ტაძარი, რომელიც აშენდა 537 წელს, ბიზანტიური ხუროთმოძღვრული ხელოვნების მწვერვალად ითვლება. ბიზანტიის იმპერიის დაცემისა  და ოსმალეთის იმპერიის დაპყრობითს შემდეგ  1453 წელს ტაძარი გადაკეთდა მეჩეთად, შემდეგ კი 1935 წელს მუზეუმად.

ბოლო დღეებში, ეკლესიის ლიდერებმა და ზოგადად საერთაშორისო წრეებმა მოუწოდეს თურქეთს, არ გადადგას ნაბიჯი აია სოფიას მეჩეთად გადაქცევისკენ და შეინარჩუნოს მისი ამჟამინდელი სტატუსი. სომხურ-უცხოური პრესის წარმომადგენლებს სურთ ჩვენი აზრის გაგება ამის შესახებ. ჩვენ არ გვსურს აზრის გამოთქმა და უკვე წინასწარ გვქონდა განჭვრეტილი  თუ რა  გადაწყვეტილებას  მიიღებდა  თურქული სასამართლო.

გვსურს  აღვნიშნოთ, რომ:

ჯერ ერთი, მისი პრეზიდენტის ამჟამინდელი ინიციატივით, თურქეთი, ფაქტობრივად, აგრძელებს ქცევას კულტურული ფასეულობების დარღვევის, საერთაშორისო სამართლით განმარტებული პრინციპების უგულებელყოფისა და ისტორიის გაყალბების შესახებ.

მეორეც, აწმყოსა და მომავლის შინაგანი და გარეგანი ინტერესების  უგულველყოფით, თურქეთი არაფრად არ აგდებს მისი ძველი და ახალი მეგობრების აზრსაც.

მესამე, ამ გადაწყვეტილებით, თურქეთი წინასწარგანზრახულად დარტყმას აყენებს ქრისტიანულ-ისლამური სარწმუნოებების ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის თანაარსებობის პრინციპებს ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა.

მეოთხე, თურქეთი ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  დასავლეთისა და ქრისტიანული თემების მის მიერ აღმოჩენის ნიშნები ყალბი ყოფილა.  

მეხუთე, სად იყვნენ დასავლური სამყაროს პოლიტიკური თუ სასულიერო  ლიდერები, როდესაც სომხური გენოციდის შემდეგ სომეხი ხალხის კუთვნილი ათასობით ეკლესია გადაიქცა  ბოსლებად, კაფეებად, მეჩეთებად და სხვა საზოგადოებრივ ადგილებად?

დიახ, გენოციდი კვლავ გრძელდება იგივე მკვლელის მიერ  მსოფლიო დუმილის ფონზე. ოსმალეთის იმპერიის განსხვავებულის არ მიღების იდეოლოგია აღწევს ყველგან, არაბული სამყაროდან დაწყებული აღმოსავლეთ ქვეყნებამდე, მსოფლიოს  დუმილის ფონზე.

ნახეთ მეტი
Back to top button