მთავარიპოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის მინიტრმა მიიღო რუსი სპეციალისტები, რომლებიც ამზადებდნენ სომეხ სამხედრო მფრინავებს

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონიანმა მიიღო რუსი მფრინავები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მფრინავების მომზადებაში და  ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური  ავრცელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ წამყვანი რუსი  მფრინავები, რუსეთის ფედერაციის გმირი ვიაჩესლავ  ავერიანოვი და ევგენი  ავერიანოვი. სომხური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ონიკ გასპარიანი, სომხეთის შეიარაღებული ძალების საავიაციო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გაგიკ ასლანიანი.

თავდაცვის სამინისტროს უფროსმა მიულოცა მფრინავებს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოს „მადლიერების მედალის“  მინიჭებასთან დაკავშირებით.

დავით ტონიანმა მაღალი შეფასება მისცა პილოტ-გამომცდელების  მიერ ჩატარებულ სამუშაოს, თანამშრომლობასა და გაწეულ დახმარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close