
,,News.am” წერს, რომ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა სომეხი ხალხის ეროვნული მიზნები.
”ეროვნული მიზნები
სომეხი ხალხის ეროვნული მიზნებია:
– სომხური სახელმწიფოს მარადისობისთვის აუცილებელი იდეოლოგიური, უსაფრთხოების, საზოგადოებრივი, პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, დემოგრაფიული, საერთაშორისო, საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, კულტურული და ინსტიტუციური პირობების უზრუნველყოფა.
– არცახის თვითგამორკვევის უფლების საერთაშორისო აღიარება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
– სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარება, შედეგების გადალახვა და აღმოფხვრა.
– სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ბედნიერების უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა პოპულარული უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა.
– კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა, საზოგადოებრივ, სახელმწიფო და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, უფლებების დაცვისა და ეროვნული ერთიანობის დამკვიდრება, რომელიც დაფუძნებულია უფლებების დაცვაზე და მათი პასუხისმგებლობების შესრულებაზე.
– სომეხი ხალხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის, ავტონომიისა და სუვერენიტეტის დაცვა და განვითარება, მათ შორის ეროვნული თვითმყოფადობის აღდგენა და განვითარება ეროვნული თვითცნობიერების, და საერთოდ სომეხთა შორის სომხური ენის ცოდნის დონის მნიშვნელოვნად გაზრდის, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მქონეთა რაოდენობის არსებითად გაზრდის გზით.
– პან-სომხური პოტენციალის კონსოლიდაცია ეროვნული მიზნების განხორციელების გარშემო, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით.
თანაარსებობის პან-სომხური წესები
1. ძალადობა უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი შიდასომხური საკითხის გადაჭრის ინსტრუმენტული გადაწყვეტიდან. ყველა ის ძალა, პიროვნება, ვინც ძალადობას განიხილავს, როგორც ნებისმიერი საშინაო პრობლემის მოგვარებას, უნდა უარყოფილ იქნას. არაძალადობრივი საზოგადოების, ძალადობისგან თავისუფალი ერის ხედვა უნდა გახდეს ჩვენი ეროვნული ერთიანობის ქვაკუთხედი. ეს არ ეხება კანონიერი ძალის გამოყენებას -დანაშაულის პრევენციის, მისი გამოაშკარავების, საზოგადოების ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფის, ასევე გარე აგრესიისგან სამშობლოს დაცვის მიზნით.
2. ხალხი და მათი თავისუფალი ნება ძალაუფლების ფორმირების ერთადერთი წყაროა. ხალხის თავისუფალი ნების დამახინჯების ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩაითვალოს ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ საქმიანობად.
3. სომხეთის და არცახის, სომეხი ხალხის სუვერენიტეტი ყველაზე უზენაესი ღირებულებაა. შინაგანი სომხური საკითხების გადაწყვეტაში უცხოური ძალების ჩაბმა, ჩვენს ქვეყანაში საგარეო ინტერესების წარმომადგენლად გამოსვლის მზადყოფნის მქონე ძალები უნდა დაექვემდებარონ სომეხი ხალხის და მისი ლეგიტიმური წარმომადგენლის – სომხეთის მთავრობის მკაცრ რეაქციას.
4. სომხეთი და არცახი უნდა იყოს თავისუფალი კორუფციისგან. კორუფციის ყველა გამოვლინება, მათ შორის: პატრონაჟი, ხელოვნური მონოპოლები, კონკურენტების მიმართ ხელოვნური ბარიერების შექმნა, უნდა აღმოიფხვრას, კორუფციის საქმიანობის შედეგად სახელმწიფოსა და ხალხისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი უნდა აღდგეს.
5. სამართლის და კანონის უზენაესობა, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, უფლებების დაცვა და მოვალეობების შესრულება უნდა გახდეს შიდაეროვნული ურთიერთობების ღერძი. გარე ან შიდა გავლენის მქონე სასამართლოების არსებობა საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სასამართლოები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი. გამორიცხული უნდა იყოს პრივილეგირებული კლასის, წრისა და ინდივიდის არსებობა ეკონომიკის, პოლიტიკის და საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე სფეროში.
6. არცახის საკითხის დარეგულირების მოლაპარაკებების პროცესის მიზანი უნდა იყოს არცახის ხალხის თვითგამორკვევისა და უსაფრთხოებისადმი მიმართული არცახის განმათავისუფლებელი ბრძოლის შედეგების დაცვა. მოლაპარაკებების შედეგად, ნებისმიერი გამოსავალი, რომელიც სომხეთისა და არცახის მთავრობებისთვის მისაღები იქნება, შეიძლება მისაღებად მივიჩნიოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთისა და არცახის ხალხისთვის იქნება მისაღები.
ჩვენ და სამყარო
მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, სომხეთი იმყოფებოდა “აღმოსავლეთის დასავლეთში” და “დასავლეთის აღმოსავლეთში”, ხშირად ხდებოდა რა ცივილიზაციური კონფლიქტების სცენა. ჩვენ უარვყოფთ ცივილიზაციების შეტაკების ვარაუდს და საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვენ ვიქნებით პოზიტიური, როგორც ცივილიზაციების დიალოგის დამცველი. საერთაშორისო და ეთნიკური დიალოგი არის საგარეო ურთიერთობების ჩვენი მთავარი ხედვა, რომელიც ემყარება ურთიერთპატივისცემას, გაგებას და გასაგებად გახდომის მისწრაფებას.
ცივილიზაციების, ხალხების, სახელმწიფოების დიალოგის და მრავალმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობა უნდა გახდეს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის ჩვენი ვალდებულების გამოხატულება. სომხეთი მზად არის გახდეს ასეთი დიალოგის პლატფორმა”.