პოლიტიკა

ჩვენ მზად ვართ ერთობლივი ძალისხმევით დავარეგისტრიროთ ახალი წარმატებები. ანი აპრაჰამიანი დავით ტონოიანს

,,News.am” წერს, რომ თავდაცვის სფეროში მეცნიერების შესაძლო პოტენციალის განხილვის მიზნით, სრ თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა მიიღო ,,ალიხანიანის ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიის” ფონდის დირექტორი, ნოტრ დამის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ანი აპრაჰამიანი.

თავდაცვის მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ანი აპრაჰამიანის როლს სომხეთსა და მსოფლიოში მეცნიერების პროგრესირებაში. თავის გამოსვლაში დავით ტონოიანმა აღნიშნა:

”ძვირფასო პროფესორო, დიდი ხანია თვალს ვადევნებ ალიხანიანის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიის მიღწევებს და  აღფრთოვანებული ვარ წარმატებებით. გულწრფელად მსურს აღვნიშნო პრაქტიკული პერსპექტივები. სწრაფად ცვალებად სამყაროში, სასურველ შედეგს შეგვიძლია მივაღწიოთ ერთობლივი ძალისხმევით. სიზუსტე და სიჩქარე აუცილებელია ყველა საქმეში. ამავე დროს, სასურველია, ქვანტური ტექნოლოგიის დანერგვა ხილული გახდეს”.

ანი აპრაჰამიანმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა დავით ტონოიანს გრძელვადიანი პროგრამების გარშემო თანამშრომლობის მზადყოფნისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა: ”ბატონო მინისტრო, მადლობას ვიხდით თბილი მიღებისათვის და თქვენს მიერ შემოთავაზებული იდეების შესრულებისთვის, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანეს თავდაცვის სფეროს. ამასთან, გმადლობთ, რომ მეცნიერებისა და სამხედრო ინდუსტრიის სფეროში ერთობლივი ძალისხმევა რეალისტური გახადეთ. ჩვენ მზად ვართ ერთობლივი ძალისხმევით დავარეგისტრიროთ ახალი წარმატებები”.

შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button