მთავარიპოლიტიკა

ზოჰრაბ მნაცაკანიანმა თავის ქართველ კოლეგას გააცნო საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა სატელეფონო საუბრის საშუალებით დეტალები გააცნო მის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს.

”საგარეო საქმეთა მინისტრმა მნაცაკანიანმა დეტალურად წარმოადგინა დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერთ ნაწილში”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მნაცაკანიანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ქმედებების დაუშვებლობას, რომლებიც მიმართულია რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და უსაფრთხოების დაზიანებაზე.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა ასევე გააკეთა განცხადება, რომელშიც დაგმობილი იყო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოქმედებები და მათი შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები УАЗ მარკის ავტომანქანით შეეცადნენ დაერღვიათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დატოვეს თავიანთი ავტომანქანა და დაბრუნდნენ თავიანთ პოზიციაზე.

13:45 საათზე, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიმეორეს სომხეთის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო პოზიციების დაპყრობის მცდელობა, გამოიყენეს რა საარტილერიო ცეცხლი, მაგრამ მათზე ზეწოლა განხორციელა სომხურმა მხარემ, რის შედეგად უკან დაიხიეს მსხვერპლით.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ განაახლა ტავუშის პოზიციების დაბომბვა. სრ თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა განაცხადა, რომ ორი – სამი საათის შესვენების შემდეგ, მტერმა დილით განაახლა პროვოკაციული მოქმედებები და განაგრძო დაბომბვა სომხური პოზიციების მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button