ილჰამ ალიევმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობასთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ სომხეთმა მოულოდნელად დაარტყა მათი პოზიციებს და არსებობს მსხვერპლი, მაგრამ შეტევა შეჩერებულია და მტრისთვის „ერთი გოჯიც კი არ დაუთმიათ“. ამის შესახებ წერს lragir.am-ი
ამავდროულად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მამედიაროვმა აცნობა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელს კასპერსკის მომხდარის შესახებ. ალიევმა აღნიშნა, რომ როდესაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, ისინი მოიწვევენ უცხოელ სამხედრო პირებს და აჩვენებენ რა მოხდა და ვინ დაიწყო მრძოლა.
ყოველ შემთხვევაში, ალიევის გამოსვლის საჯარო ნაწილი მიგვანიშნებს, რომ ის არ აპირებს დაძაბულობის გაჭიანურებას, რის გამოც ის აცხადებს, რომ ერთი გოჯიც კი არ დაუკარგავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობს ეგრეთ წოდებული “უკან დაბრუნების” ვალდებულება. მეორე მხრივ, ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ალიევმა წამოაყენოს დაკარგული სტრატეგიული პოზიციის ნებისმიერ ფასად უკან დაბრუნების საკითხი, რაც გამოიხატება თავდაცვის მინისტრის ან სასაზღვრო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაში. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ჰასანოვის ხმა ჯერჯერობით არ ისმის.
ამის ნაცვლად გამოდის მამედიაროვი, რომლის ხმაც არ ისმოდა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. გაირკვა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური ანტიკორუფციული ოპერაცია ჩაატარა, დააპატიმრა არაერთი ჩინოვნიკი, მათ შორის მამიადაროვის მეგობარი და ამხანაგი. 10 ივლისს, მამედიაროვს კომენტარს არ გაუკეთებია მისი გადადგომის შესახებ მითქმა-მოთქმაზე.
13 ივლისს, ბაქოში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია, ეს შეიძლება იყოს ჰასანოვის გადადგომა, ალბათ, ალიევის გადადგომის თავიდან ასაცილებლად. აზერბაიჯანის სასაზღვრო პროვოკაცია, რის შედეგადაც მან დაკარგა სტრატეგიული პოზიცია დამსჯელი კონტრშეტევის მიღების შემდეგ, ფაქტობრივად, იყო მამადიაროვის „სასტიკი შურისძიება“ მათზე, ვინც მას თავდაესხა პირადად და შეარყია მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციები.
თავდასხმა 21 აპრილს დაიწყო, მნაცაკანიანსა და მამედიაროვი-თანათავმჯდომარეებს შორის ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ. ადრე, ლავროვმა გააკეთა ცნობილი განცხადება ეტაპობრივ ვერსიასთან დაკავშირებით, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა ერევნის მხრიდან ძალიან მკაცრი უარი. აზერბაიჯანში იგი შეაფასეს, როგორც ლავროვის “პროვოკაცია”, სადაც მან მიიღო მკაცრი რეაგირება ერევნისაგან, რომელსაც თანათავმჯდომარეების უკმაყოფილებას არ გამოუწვევია.
30 ივნისს მნაცაკანიან-მამიდაიროვ-თანათავმჯდომარეებს შორის საქმიანი შეხვედრის შემდეგ, სპეცსამსახური თავს დაესხა მამიდიაროვის პოზიციებს, რაც სინამდვილეში სხვა არაფერი არ იყო, თუ არა თავდასხმა თვით თანათავმჯდომარეებზე. მაშინ ალიევი უკვე ღიად გამოთქვამდა უკმაყოფილებას მათ მიმართ.
თუმცა, ალიევმა ვერ შეძლო უკმაყოფილების სიტყვა მოქმედებისკენ გადაეტანა. როგორც ჩანს, მათმა ვისაც შეეძლო დაერწმუნებინა ის “გადასვლის დაწყებაში”, გააცურეს საკმაოდ მკაცრი გზით, აიძულეს დაებრუნებინათ მამედიაროვის „თამაში“. ამ თამაშს კი აკლია მხოლოდ „პიტერის ფორუმი“ და „სიცხე“ ბაქოში, როგორც ლავროვის სპიკერი ჩახაროვი წერდა, ვიც გაიყვანს ალიევი თამაშიდან, ისე რომ ბაქოში არ „დაიწვას“?
რა უნდა ქნას სომხეთმა ასეთ სიტუაციაში, პირველი, მეტად დიდი ყურადღება და სიმახვილე უნდა გამოიჩინოს ყველა მიმართულებით და მეორეც, გამოაცოცხლოს თანათავმჯდომარე ქვეყნებთან, ჩინეთთან და ირანთან მუშაობა.