პოლიტიკა

მინსკის ჯგუფმა განცხადება გაავრცელა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა დაგმეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელებული მოქმედებები და მხარეებს მოუწოდეს, რომ თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია.

”მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები გმობენ ცეცხლის შეწყვეტის ბოლოდროინდელ დარღვევებს და მოუწოდებენ მხარეებს მიიღონ ყველა საჭირო ზომა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის უშუალო კავშირების გამოყენებით,” – ნათქვამია ეუთოს პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მხრივ УАЗ – ის მარკის ავტომანქანით განხორციელდა სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობა ტავუშის მიმართულებით, სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და თავიანთ პოზიციაზე დაბრუნდნენ.

13:45 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გაიმეორეს სომხეთის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო პოზიციის დაკავების მცდელობა, გამოიყენეს საარტილერიო ცეცხლი, მაგრამ მათზე ზეწოლა მოახდინა სომხურმა მხარემ, მიაყენა ზარალი და უკუაგდო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ განაახლა ტავუშის პოზიციების დაბომბვა. გუშინ დილით სრ თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა განაცხადა, რომ ორი – სამი საათის შესვენების შემდეგ, მტერმა დილით განაახლა პროვოკაციული მოქმედებები და განაგრძო დაბომბვა სომხური პოზიციების მიმართულებით.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეტაკებებს და დაგმო სომხური მხარის ქმედებები, უწოდა მათ, როგორც “აგრესიული ნაციონალისტური მიდგომების ახალი გამოვლინება”. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა თურქეთს.

ნახეთ მეტი
Back to top button