მთავარი

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა თურქეთს

როგორც  „სპუტნიკი არმენია“ წერს, საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს თურქეთის მცდელობებს საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას   ჩვენს რეგიონში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა თურქეთის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ 12 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს, არამედ ამართლებს აზერბაიჯანის მიერ  ძალის გამოყენებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. თურქეთი ავრცელებს  ინფორმაციას, რომელიც ყალბია, არ შეეფერება სიმართლეს.  

„თურქეთის ეს პროვოკაციული დამოკიდებულება და სომხეთის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს ქვეყანა მოქმედებს არა თუ  ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრი, არამედ როგორც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართული მხარე. ეს რეალობა შეუძლებელს ხდის თურქეთის როლს საერთაშორისო, პირველ რიგში, ეუთოსთან ფარგლებში მოქმედებას  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთის სურვილმა ჩაერიოს კონფლიქტები მის მეზობელ რეგიონებში, უკვე გამოიწვია ამ რეგიონებში არასტაბილურობა და საფრთხე შეუქმნა  უსაფრთხოებას.

„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ თურქეთის მცდელობებს ჩვენს რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისკენ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სომხეთი გააგრძელებს საერთაშორისო  და რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების პოზიციას, ამ მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ,.სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს  სპიკერმა სტეფანიანმა ადრე გააკეთა ინფორმაცია, რომ საზღვარზე სამხედრო სამსახურის განმახორციელებელმა  ორმა  პოლიციელმა, სხეულის მსუბუქი   დაზიანებები მიიღო მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად.

12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები „უაზ“-ის მარკის ავტომანქანით შეეცადნენ სომხეთის სასაზღვრო ზოლის დარღვევას ტავუშის მიმართულებით.  ამის შესახებ განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეფანიანმა.  

როგორც სტეფანიანმა თქვა დღეს, 13 ივლისს,  სამსაათიანი შესვენების შემდეგ, დილით მტერმა განაახლა პროვოკაციული მოქმედებები, განაგრძო სროლა სომხური პოზიციების მიმართულებით. თავდასხმელებს შესაბამისი პასუხი გასცეს    სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ განაახლა ტავუშის პოზიციების დაბომბვა.სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს  სპიკერმა შუშან სტეპანიანმა დილით განაცხადა, რომ ორ – სამსაათიანი შესვენების შემდეგ, მტერმა დილით აღადგინა პროვოკაციული მოქმედებები და განაგრძო სომხური პოზიციების დაბომბვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოეხმაურა  სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეტაკებებს, დაგმო სომხური მხარის ქმედებები, უწოდა მათ, როგორც “აგრესიული ნაციონალისტური მიდგომების ახალი გამოვლინება”.

ნახეთ მეტი
Back to top button