339 ახალი შემთხვევა ერთ დღეში. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 32,490 მიაღწია

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში 339-ით გაიზარდა, და 32.490 გახდა. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის ფაქტობრივად მკურნალობს 10,996 ადამიანი (-534), ჩატარებულია 136,802 ტესტი (+1115), ინფიცირებულთაგან 20,729 გამოჯანმრთელებულია (+864). აღინიშნა 581 (+8) გარდაცვალება. სხვა მიზეზების გამო დაღუპულთა საერთო რაოდენობაა 184 (+1).
13 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 32151 იყო.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან სომხეთში საგანგებო მდგომარეობა იქნა მიღებული, რომელიც უკვე რამდენჯერმე გაგრძელდა.
გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის პირობები შეიცვალა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სომხეთში 18 მაისიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღბები და ხელთათმანები.
სავალდებულოა აგრეთვე საჯარო ღია ადგილებში ნიღბის ტარება. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებს, მოვარჯიშეებს, ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისა და გულის უკმარისობის მქონე პირებს (ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დაავადების ფაქტს) არ შეუძლიათ ნიღბის ტარება.
13 ივლისს მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 12 აგვისტომდე.