,,News.am” წერს, რომ ტავუშში აზერბაიჯანის ცეცხლის შედეგად დაღუპული ორი ვადიანი სამხედრო მოსამსახურე წინახაზზე არ იმყოფებოდნენ. ეს ინფორმაცია NEWS.am- ს აცნობა იჯევანში საინფორმაციო კრიზისული ცენტრის პასუხისმგებელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა.
”დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები წინა ხაზზე არ იყვნენ, მაგრამ რადგან სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ახლა ყველა დანაყოფი და ბაზა ბრძოლაშია”, – აღნიშნა ჰოვჰანნისიანმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სრ თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მტრის დარტყმის შედეგად სომხურ მხარეს კიდევ ორი მსხვერპლი ჰყავს. ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, უმცროსი სერჟანტი სმბატ გევორგის ძე გაბრიელიანი და უმცროსი სერჟანტი გრიშა ვაჰანის ძე მათევოსიანი.
აღსანიშნავია, რომ დღეს მტრის გასროლით კიდევ 2 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. მაიორი გარუშ ვემირის ძე ჰამბარძუმიანი და კაპიტანი სოს ფაილაკის ძე ელბაკიანი.