,,არმენპრესი“ წერს, რომ მონტე მელქონიანის სახელობის კიბერ არმიამ გატეხა პლატფორმა, რომელიც შეიცავს აზერბაიჯანის საზღვაო ძალების საიდუმლო მონაცემებს. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ჰაკერების გუნდის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ ოპერაციის შედეგად მათ ხელში ჩაუვარდათ საზღვაო სამხედრო ძალების საიდუმლო მონაცემების ნაწილი, რომელშიც არის სამხედრო საზღვაო მებრძოლების, კაპიტნების, მეზღვაურების, ინჟინრებისა და აზერბაიჯანულ საზღვაო სტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა პირთა მონაცემები.
”ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. ჩვენი ძმები წინა ხაზზე არიან, ჩვენ კი ზურგში და თქვენში”, – ნათქვამია განცხადებაში.
საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებით ექსპერტმა, სამველ მარტიროსიანმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ერთ-ერთმა სომხურმა ჰაკერულმა ჯგუფმა გატეხა აზერბაიჯანის დაახლოებით 2,000 საოჯახო მეურნეობის და ოფისების WiFi მოწყობილობები, შეცვალა მათი DNS პარამეტრები, რის შედეგადაც კავშირის მომხმარებლები სხვადასხვა ვებსაიტების ვიზიტის დროს, მაგალითად, ჰეიდარ ალიევის სახელობის ბიბლიოთეკის ან “ფეისბუქის” ვებგვერდზე შესვლისას გამოჩნდებოდა გვერდი, სადაც გამოსახულია სომხეთის რერსპუბლიკის დროშა, სადაც ეწერა: “თუ თქვენ არ შეაჩერებთ თქვენს შეტევას ჩვენს ტერიტორიებზე, მე გავთიშავ თქვენს ყველა ინტერნეტ წვდომას.”