პოლიტიკა

რევანშიზმის მცდელობა ბაქოს კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებამდე მიიყვანს

,,Lragir.am” წერს, რომ უგულებელყოფს რა გაეროს გენერალური მდივნის 24 მარტის მოწოდებას მოლაპარაკებების მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტისკენ, აზერბაიჯანი რეგულარულად ამძიმებს ვითარებას საზღვარზე, ცდილობს თავისი მრავალი შიდა და გარეგანი პრობლემების ვექტორი მიმართოს სომხეთისაკენ და გადაიტანოს საზოგადოების ყურადღება ქვეყნის შიგნით არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან. მაგრამ, ამჯერად სცადა ეს საკმაოდ უჩვეულო გზით.

12 ივლისს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა  მოისურვეს გადაეკვეთათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის რეგიონში, და არც მეტი, არც ნაკლები UAZ ავტომანქანით. სომხური მხრიდან მიღებული გაფრთხილების შემდეგ, მათ დატოვეს UAZ და დაბრუნდნენ. ამის შემდეგ მალევე მიიღეს მოქმედებები სომხეთის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო პოზიციის დასაკავებლად, ამჯერად არტილერიის მხარდაჭერით. ყუმბარმტყორცნების ჭურვები აფეთქდა სომხეთის სოფელ ჩინარში, საზღვრის მახლობლად. საბედნიეროდ, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ ყოფილა.
მაგრამ აგრესორის მცდელობები წარმატებული არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, თავდამსხმელები ზარალით უკუგდებულ იქნენ საწყის პოზიციებზე, რის შესახებაც აცნობა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც დაადასტურა ინფორმაცია ათზე მეტი ზარალის შესახებ.

ამავე დროს, სოციალური ქსელების აზერბაიჯანული სეგმენტი აქვეყნებს დაღუპული სამხედროების ფოტოებს და შეურაცხყოფს თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ხელმარცხ გენერალს ”კალოში” უწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრს ახსენებენ მისი შვილის 5 მილიონიანი ფეშენებლური ბინის შესახებ ნიუ იორკში.

ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა ალიევმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა სომხური მხარის მორიგი “პროვოცირების” შესახებ. იგი იმუქრებოდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნიდა განაცხადებას და უცხო ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლებს მოიწვევდა.
აზერბაიჯანულ მხარეს არანაირად არ აწყობს ხელს დანაკარგები, რის შესახებაც შეიძლება მსჯელობა ბაქოს ხელისუფლებისა და მედიის მიერ წამოწყებული ხმაურისგან. როგორც ამბობენ, ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ ურტყამენ. უფრო მეტიც, შემდეგჯერ რევანციზმის მცდელობა ძვირად დაუჯდება ბაქოს ელიტას, და ტაქტიკური შეცდომის ნაცვლად, შეიძლება დიდი სტრატეგიული დამარცხება მოხდეს, ხოლო სომხეთის შეიარაღებული ძალები უფრო დაწინაურდებიან ქარვაჭარის მიმართულებით სამხედრო ოპერაციის შემუშავებით და ჩატარებით, ძველი სომხური განძაკისა და მიმდებარე ტერიტორიების განთავისუფლებით.

ნახეთ მეტი
Back to top button