პოლიტიკა

სააკაშვილმა გამოაცხადა “დიდი გეგმები” უკრაინასა და საქართველოსთვის

,,თერთ.ამ“ წერს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ მას აქვს “დიდი გეგმები” როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის.

”დიდი გეგმები მაქვს უკრაინასა და საქართველოსთვის. დიდი ტრანსფორმაციის მომხრე ვარ. ”მე არ მჯერა ნახევარი ნაბიჯის. მე არ მჯერა პროცესების მსვლელობის. მე მხოლოდ პროცესების შედეგების მწამს.” – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, ის შემოდგომაზე ემზადება “გადამწყვეტი პროგრესისთვის” საქართველოში.

”ჩვენ დავასრულებთ ჩემი სამშობლოს, საქართველოს დამცირებას და ჩემი ხალხის განადგურებას ოლიგარქ ივანიშვილის მიერ. ჩვენ დავუბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების სწრაფ გზას, თუნდაც მე პირადად ეს ძალზე ძვირად დამოჯდეს. დიახ, მე ვიბრძვი უკრაინასა და საქართველოში. ”დიახ, მე არ მსურს მაღალი თანამდებობების დაკავება არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ ვარ რეგიონალური ლიდერი. ბევრისთვის დაკავშირებული ვარ  გაუმჯობესების და რეფორმების გატარების იმედთან, და ამ ადამიანებს მე იმედს ვერ გავუცრუებ”, დასძინა სააკაშვილმა.

მისი თქმით, იგი ამ კვირაში დაასრულებს უკრაინაში სასამართლო რეფორმის კონცეფციას და თავის წინადადებებს წარუდგენს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, ეროვნული რეფორმების საბჭოსა და საზოგადოებას.

ნახეთ მეტი
Back to top button