სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები სრულად ასრულებენ მათ წინაშე დასმულ დავალებას: არწრუნ ჰოვჰანნისიანი

,,Armradio.am” წერს, რომ ამ დროისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებითი სიმშვიდეა. სიმშვიდეა აგრეთვე არცახ-აზერბაიჯანის კონტაქტის ხაზზეც. სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები სრულად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ დავალებას. ამის შესახებ ერთიან საინფორმაციო ცენტრს ტავუშის ოლქიდან აცნობა თავდაცვის სამინისტროს ვაზგენ სარგსიანის სახელობის სამხედრო უნივერსიტეტის სარდლობის საშტატო ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, არწრუნ ჰოვჰანნისიანმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული უახლესი “Elbit Hermes 900” უპილოტო მფრინავი აპარატი ჩამოგდებულ იქნა სომხეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ. მტერმა ჯავშანტექნიკაც დაკარგა. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ბრწყინვალედ ასრულებენ თავიანთ ამოცანებს, არ არის საჭირო ახალი სარეზერვო ძალების ან მოხალისეების ჯგუფების ჩართვა. მისივე განმარტებით, კუხო-სთვის მიმართვის საჭიროებაც არ არსებობს.
ჩვენ გვყავს ორი ათეული დაჭრილი, ამ დროისთვის 10 მათგანი მკურნალობს, 5-ის მდგომარეობა ძალიან მსუბუქია და ისინი მალე გაეწერებიან საავადმყოფოებიდან, დანარჩენი 5-დან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა ძალიან მძიმე. სამოქალაქო მოსახლეობას შორის არავინ დაშავებულა, მხოლოდ მატერიალური ზიანი მიადგა.